პარასკევი, თებერვალი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიქმრის მკვლელობაში გადახდილი 3000 ევრო და ცოლის ჩვენება - ხმაურიანი საქმე, რომელმაც...

ქმრის მკვლელობაში გადახდილი 3000 ევრო და ცოლის ჩვენება – ხმაურიანი საქმე, რომელმაც 2009 წელს თბილისი შეძრა

თბილისში, ახალგაზრდა კაცი 2009 წლის 29 აპრილს, სახლთან ახლოს მოკლეს. ერთი წლის შემდეგ გაირკვა, რომ მისი მკვლელობა ცოლმა შეუკვეთა.

მაშინ დაკავებულების აღიარებითი ჩვენებებიც გავრცელდა. ყოფილ ცოლთან ერთად მისი მეორე შვილის მამაც დააკავეს. საქმე აღძრეს შუამავალის, მკვლელობის უშუალო შემსრულებლის და ოჯახის მოსამსახურის წინააღმდეგ.

ბრალდების მტკიცებით, ცოლმა მეუღლის მკვლელობა მეგობარს, ზვიად საყვარელიძეს დაუკვეთა. საყვარელიძე დახმარებას დაჰპირდა, არც შემსრულებლის მოძებნა გასჭირვებია. მეგობარს შეუთანხმდა და მკვლელმა ახალგაზრდა კაცი საკუთარ სახლთან, გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

გამოძიების მტკიცებით, ოჯახის მოსამსახურე შუამავალი იყო და მკვლელთან ინფორმაცია მიჰქონდა. ცოლმა მეუღლის მკვლელობის მეორე დღეს, მოსამსახურის ხელით მკვლელს 3000 ევრო გაუგზავნა… კაცს სხვა ბრალდებებიც ჰქონდა წარდგენილი: იარაღის უკანონო ტარება-შენახვა, ყაჩაღობის მცდელობა და ნარკოტიკის შენახვა.

მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა საქმე დეტალურად განიხილა. მართალია, საზოგადოებამ დაკავებულების აღიარებითი ჩვენებები მოისმინა, მაგრამ სასამართლოზე ისინი დანაშაულს არ აღიარებდნენ. მხოლოდ მკვლელი  იხსენებდა დეტალებს და სხვებსაც ამხელდა. მისი ჩვენებით გაიხსნა აღნიშნული დანაშაული, ამიტომ პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

ცოლის ჩვენებიდან:

“18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი… გურამმა (სახელი შეცვლილია) დალევას მოუხშირა, ამისთვის თავი რომ დაენებებინა, შვილთან ერთად ესპანეთში წავედით… სიფხიზლეში კარგი ხასიათი ჰქონდა, როცა დალევდა, ცუდად ხდებოდა, ხილვებიც დაეწყო. მივხვდი, მასთან ვერ ვიცხოვრებდი და საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა. მისი არსებობა ჩემმა ქმარმაც შეიტყო, მაგრამ შერიგება მაინც მთხოვა. ამ დროს დედა და ძმა გარდამეცვალა. მეგობარი მამაკაცი მყავდა. მისგან უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ მაინც შევურიგდი ქმარს. გურანდა ერთი წლის იყო, როცა უფროსმა გოგომ გაიგო, ის სხვა კაცისგან რომ მყავდა… როცა ცუდად იყო, გია სახლიდან არ გადიოდა…  იმ პერიოდში გურამი სულ სვამდა, ვთქვი, ვერ ვაჩერებ, მოკვდება, ისიც დაისვენებს და მეც-მეთქი. ერთ დღეს მეგობარმა სახლში პროდუქტი ამატანინა, კიბეზე რომ ჩადიოდა, მომაძახა, – გურამს ვიღაც მოკლავსო. ვუთხარი, წადი და გადაეცი, ახლავე ბინა დაცალოს-მეთქი. ამ საუბრიდან ცოტა ხანში გურამი მოკლეს. მე მისი სიკვდილის დროს მართლა არ მითამაშია, ძალიან ცუდად ვიყავი. ეკა მოვიდა და მითხრა, – შემოგითვალეს, სისულელეები არ გინდა, ვინც გურამი მოკლა, იმას 40 ადამიანი ჰყავს მოკლული და ფული გამოგზავნეო. ვუთხარი, ფული სადაც იყო, – აიღე და მიუტანე-მეთქი. 3000 ევრო მოსამსახურემ მიუტანა… შემდეგ მანქანის გაყიდვაში დახმარება შემომთავაზა. მისი სამსახურის ხალხს მისი ვალი, 6 ათასი დოლარი დავუტოვე. მისი მეშინოდა და არაფერს ვამბობდი”.

დაკავების დროს მოკლულის ცოლი მკვლელობის შეკვეთას აღიარებდა, მაგრამ სასამართლოზე ამ ჩვენებების გამოქვეყნებაზე კატეგორიული უარი თქვა: “მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი და არ მახსოვს, რა მიწერიაო”.

მოსამსახურე დაკავების დროს ფეხმძიმედ იყო. შვილი ციხეში გააჩინა. ისიც არ ცნობდა თავს დამნაშავედ:

“მშვიდი ოჯახი იყო. გურამი და ანა ერთად დადიოდნენ სამსახურში. გურამი ძალიან კარგი ადამიანი იყო. სიმთვრალეში ცუდად ხდებოდა. ამ დალევით მხოლოდ საკუთარ თავს აყენებდა ზიანს. იყო მომენტები, როცა აზროვნების უნარს კარგავდა, თავის მოკვლაც სცადა. ასეთ დროს ანა ახერხებდა მისთვის იარაღის გამორთმევას… ერთ დღეს ზვიადმა მითხრა, – ვხედავ, ანა როგორ იტანჯება, მყავს მეგობარი, რომელიც ქმრის მოცილებაში დაეხმარებაო. ნორმალური არა ხარ-მეთქი, ძალიან შევშფოთდი და ანას ვუთხარი. მასაც ასეთივე რეაქცია ჰქონდა. ამ თემაზე მერე არ გვისაუბრია, რეალობად არ აღმიქვამს.

იმ დღეს გურამი სახლში დაბრუნდა, ყავა დალია და ანა და მისი მეგობარი მაღაზიაში საყიდლებზე წაიყვანა… ანა სახლში დაბრუნდა, მე ზვიადთან გადავედი. ეძინა, უკან  გამოვბრუნდი, ამ დროს ეზოში ზვიადის მეგობარი შევიდა, მალევე გამოიქცა, ისევ შევბრუნდი ზვიადთან, უკვე ეღვიძა, შეშფოთებული სახე ჰქონდა… მალე გავიგე, გურამი რომ მოკლეს. ხალხი მოგროვდა, იქ ზვიადიც ვნახე. მითხრა, რომ ეს მისი გაკეთებული იყო და  ანას 5000 დოლარი უნდა გადაეხადა. ანას ვუთხარი, თანხა მომცა და მე მივუტანე. ფული კონვერტში იდო… შეშინებული ვიყავი და საქართველოდან წასვლა მინდოდა”.

სასამართლო პროცესზე არც მოსამსახურე დაეთანხმა ძველი ჩვენების გამოქვეყნებას.

“მეშინოდა და იმიტომ არ ვთქვი სიმართლე. ჩემს თავს იმაში ვადანაშაულებ, რომ არ ვთქვი, რაც მოხდა. ფულის გადაცემას კი ვადასტურებ”.

მართალია, ბრალდებულები დანაშაულს უარყოფდნენ, მაგრამ სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. ცოლს ქმრის მკვლელობის დაკვეთისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ელენე თუშიშვილს – 16 წელი, მეგობარ კაცს კი 2 წელი და დანაშაულის დაფარვის ბრალდება მოუხსნეს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

27 February, 2025
“დროა, “ნიმესილი” აიკრძალოს საქართველოში!”- გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

“დროა, “ნიმესილი” აიკრძალოს საქართველოში!”- გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

თებერვალი 27, 2025
სარკე ინტერიერში – დიზაინისა და ფუნქციონალობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი

სარკე ინტერიერში – დიზაინისა და ფუნქციონალობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი

თებერვალი 28, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ყავის დადებითი და უარყოფითი მხარე – უნდა დავლიოთ თუ არა ყოველდღიურად?

ყავის დადებითი და უარყოფითი მხარე – უნდა დავლიოთ თუ არა ყოველდღიურად?

თებერვალი 28, 2025
როგორ დავიწყოთ პოზიტიური აზროვნება

როგორ დავიწყოთ პოზიტიური აზროვნება

თებერვალი 28, 2025
მოგზაურობა ვენეციაში — დაუვიწყარი გამოცდილება იტალიის ტრადიციების გულში

მოგზაურობა ვენეციაში — დაუვიწყარი გამოცდილება იტალიის ტრადიციების გულში

25 თებერვალი 2025
ჩუღურეთის რაიონში,  აღმაშენებლის N59-ში წყალარინების ქსელი ეწყობა

ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის N59-ში წყალარინების ქსელი ეწყობა

თებერვალი 28, 2025
Galt & Taggart-ის პროგნოზი 2025 წლისთვის: საქართველოში ტურისტული ვიზიტები და შემოსავლები გაიზრდება

Galt & Taggart-ის პროგნოზი 2025 წლისთვის: საქართველოში ტურისტული ვიზიტები და შემოსავლები გაიზრდება

თებერვალი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი