ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedსინოპტიკოსების პროგნოზით, 28 თებერვალსა და 1-2 მარტს საქართველოში, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა...

სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 თებერვალსა და 1-2 მარტს საქართველოში, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 თებერვალსა და 1-2 მარტს საქართველოში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10, აღმოსავლეთ საქართველოში -7, -12, მთიან რაიონებში -13, -18, ხოლო მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო მაღალმთიან ზონაში კი ზვავსაშიშროება შენარჩუნდება.

თბილისში ღრუბლიანი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება. უახლოეს დღეებში კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  Dj Dark - Chill Vibes
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი