მოსალოდნელია თოვლი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6-ბალიანი შტორმი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დასავლეთ საქართველოში 23-25 თებერვალს კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე 4-6- ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -4, -6 გრადუსამდე დაფიქსირდება.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობაა მოსალოდნელი.

- Advertisement -
Ad imageAd image

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი.

საფრთხის დონე საშუალო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მოსალოდნელია თოვლი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6-ბალიანი შტორმი. 21 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მოსალოდნელია-თოვლი-ძლიე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi