ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ტორონტოში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ავიაკომპანია „დელტა ეარლაინსის“ წარმომადგენლები 30 000 დოლარის ოდენობით კომპენსაციას სთავაზობენ იმ თვითმფრინავის ყველა მგზავრს და ეკიპაჟის წევრებს, რომელიც 17 თებერვალს ტორონტოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა და ამოყირავდა.

ამ შემთხვევას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი ცოცხალი გადაურჩა.

რა იყო მომხდარის მიზეზი, ისევ უცნობია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.

- Advertisement -
Ad imageAd image

თვითმფრინავში, რომელიც აშშ-ის მინესოტას შტატიდან კანადაში მიფრინავდა, 76 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად მგზავრების უმეტესობას მძიმე ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. დაშავდა 21 პირი. ისინი ავარიიდან მეორე დღეს ჰოსპიტლიდან გაწერეს.

ცნობისთვის, ტორონტოში მომხდარი ავარია ბოლო სამ კვირაში უკვე მეოთხე საავიაციო ინციდენტია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში მოხდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს. 21 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტორონტოში-17-თებერვალს-მომ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Affiliate Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Developer (.NET)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Media Buyer (In-App / iGaming)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T01:10:43+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi