შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკვლევა - საქართველოს მოსახლეობის 75% თამბაქოს დასრულების პოლიტიკას ემხრობა

კვლევა – საქართველოს მოსახლეობის 75% თამბაქოს დასრულების პოლიტიკას ემხრობა

საქართველოს მოსახლეობის 75% თამბაქოს დასრულების პოლიტიკას ემხრობა. ამის შესახებ სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევაშია ნათქვამი.

კერძოდ, 2024 წლის ოქტომბერში, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფონდის მხარდაჭერითა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩაატარა კვლევა, რომელიც შეისწავლის საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას თამბაქოს დასრულების პოლიტიკის მიმართ.

კვლევამ, რომელშიც ზრდასრული მოსახლეობა მონაწილეობდა, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ყველა რეგიონი მოიცვა.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, პირისპირ ინტერვიუების მეთოდით ჩატარებული კვლევის მიზანი იყო საზოგადოების პოზიციის შეფასებას თამბაქოს დასრულების პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით.

კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ისეთი მექანიზმების გამკაცრებას, რაც საქართველოში თამბაქოს მოხმარების შემცირებასა და ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.

საბოლოო შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ამ დრომდე არ სმენია თამბაქოსგან თავისუფალი საქართველოს პოლიტიკისა და მისი მიზნების შესახებ, რომლის თანახმად, 2040 წლისთვის, თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების მომხმარებელთა წილი 5%-მდე უნდა შემცირდეს. მას შემდეგ, რაც პოტენციურად გასატარებელი ზომების შესახებ შეიტყვეს, გამოკითხულთა 75%-მა პოლიტიკას მხარი დაუჭირა.

კვლევის თანახმად:

მოსახლეობის 80% ემხრობა თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების შეძენის კანონიერი ასაკის 21 წლამდე გაზრდას.

73% მიიჩნევს, რომ 2010 წელს ან უფრო გვიან დაბადებულ პირებზე თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების გაყიდვა უნდა აიკრძალოს.

75% მხარს უჭერს თამბაქოს პროდუქტებში ნიკოტინის შემცველობის (ნიკოტინის ნებისმიერი სახით შემცველი ელ. სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის ჩათვლით) 95%-ით შემცირებას.

63% მიიჩნევს, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ სახელმწიფოს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისათვის.

ქიმიკატების (არომატი, სხვადასხვა დანამატი და ა.შ.) დამატება, რომლებიც თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმს ნაკლებად მძაფრს ხდის, უნდა აიკრძალოს – 73% ემხრობა

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 44%-ს არ სჯერა, რომ მთავრობა საკმარისს აკეთებს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის 5%-მდე შესამცირებლად, ხოლო 47% ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ იღებს საჭირო ზომებს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად.

„კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს თამბაქოს მოხმარების მკაცრ რეგულაციებს. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აქტიური ნაბიჯები გადადგას, რათა საქართველომ 2040 წლისათვის, მიიღოს თამბაქოსგან/ნიკოტინისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი”“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

თებერვალი 22, 2025
ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

თებერვალი 21, 2025
სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

21 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი