შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოისრაელმა სამხრეთ ლიბანის სოფლებიდან თავდაცვის ძალები გაიყვანა, თუმცა ისრაელელი სამხედროები ხუთ სტრატეგიულ...

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სოფლებიდან თავდაცვის ძალები გაიყვანა, თუმცა ისრაელელი სამხედროები ხუთ სტრატეგიულ პოზიციაზე რჩებიან

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სოფლებიდან თავდაცვის ძალები გაიყვანა, თუმცა ამჟამად ქვეყნის თავდაცვის ძალები ხუთ პოზიციაზე რჩებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Times of Israel-ი ლიბანურ უსაფრთხოების სამსახურებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტა ისრაელის ჯარების 18 თებერვლამდე გაყვანას ითვალისწინებს. სამხრეთ ლიბანში მხოლოდ ლიბანის არმია უნდა დარჩეს და „ჰეზბოლას“ დანაყოფები ტერიტორიიდან გავიდნენ.

როგორც ლიბანურმა წყარომ განაცხადა, ისრაელის არმია გავიდა ყველა სასაზღვრო სოფლიდან, ხუთი პუნქტის გარდა. ამის პარალელურად, თანდათან ადგილზე ხდება ლიბანის სამხედრო შენაერთების განთავსება.

ლიბანური ტელეკომპანიის, LBCI-ს ცნობით, ღამით ლიბანის არმია შევიდა ძირითად სასაზღვრო დასახლებულ პუნქტებში. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებით გადაადგილებულ პირებს მოუწოდებს, დაელოდონ ლიბანის ძალების განთავსების დასრულებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხო დაბრუნება სახლებში.

მანამდე ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეასრულებს ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, რაც სამხრეთ ლიბანიდან ძალების 18 თებერვალს გაყვანას ითვალისწინებს. თუმცა ისრაელის სტრატეგიულ საქმეთა მინისტრმა, რონ დერმერმა მანამდე აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები დარჩება ლიბანის სამხრეთში ხუთ სტრატეგიულ ადგილას.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

თებერვალი 22, 2025
ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

თებერვალი 21, 2025
სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

21 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი