ხორვატიის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში, არქეოლოგებმა 15-ე საუკუნის „ვამპირის“ ნეშტს მიაგნეს, რომლის სხეული დანაწილებული იყო, რათა ის არ გაცოცხლებულიყო, – წერს Dailymail-ი.
„ვიღაცამ სასახლე მალევე გახსნა, ფრთხილად მოაჭრა მას თავი და გადმოაბრუნა სხეული მუცელზე. ამისთვის მიზეზი იყო საჭირო. ეს ადამიანის ჩარევაზე მიუთითებს“, – განაცხადა არქეოლოგმა ნატაშა შარკიჩმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხორვატიაში ასეულობით წლების განმავლობაში ადამიანებს ვამპირების არსებობს სჯეროდათ.
მაგალითისთვის მან მოიყვანა ხორვატი გლეხის იურე გრანდო ალილოვიჩის შემთხვევა, რომელიც 1656 წელს გარდაიცვალა და ის ისტორიულ წყაროებში აღწერილია, როგორც ვამპირი.
არქეოლოგების თქმით, მსგავს შემთხვევებს სერბეთსა და პოლონეთშიც შეხვდნენ.
პოლონეთში 18 წლის გოგონას ნეშტს მიაგნეს. იგი სასახლეზე, რომელსაც ბოქლომი ედო, ნამგლით იყო მიჭედილი. სერბეთში კი პეტარ ბლაგოევიჩის (1725 წელი) ცხედარი დაწვეს, რადგან მას აბრალებდნენ, რომ ვამპირი იყო.
არქეოლოგების თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას არა თუ სჯეროდა მათი არსებობის, არამედ ეშინოდა მათი დაბრუნების სიკვდილის შემდეგაც კი, ამიტომ ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ვამპირების განადგურება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
მასალის გამოყენების პირობები