არქეოლოგებმა 15-ე საუკუნის „ვამპირის“ ნეშტს მიაგნეს, რომლის სხეული დაანაწილეს, რათა ის არ გაცოცხლებულიყო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ხორვატიის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში, არქეოლოგებმა 15-ე საუკუნის „ვამპირის“ ნეშტს მიაგნეს, რომლის სხეული დანაწილებული იყო, რათა ის არ გაცოცხლებულიყო, – წერს Dailymail-ი.

„ვიღაცამ სასახლე მალევე გახსნა, ფრთხილად მოაჭრა მას თავი და გადმოაბრუნა სხეული მუცელზე. ამისთვის მიზეზი იყო საჭირო. ეს ადამიანის ჩარევაზე მიუთითებს“, – განაცხადა არქეოლოგმა ნატაშა შარკიჩმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხორვატიაში ასეულობით წლების განმავლობაში ადამიანებს ვამპირების არსებობს სჯეროდათ.

მაგალითისთვის მან მოიყვანა ხორვატი გლეხის იურე გრანდო ალილოვიჩის შემთხვევა, რომელიც 1656 წელს გარდაიცვალა და ის ისტორიულ წყაროებში აღწერილია, როგორც ვამპირი.

არქეოლოგების თქმით, მსგავს შემთხვევებს სერბეთსა და პოლონეთშიც შეხვდნენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

პოლონეთში 18 წლის გოგონას ნეშტს მიაგნეს. იგი სასახლეზე, რომელსაც ბოქლომი ედო, ნამგლით იყო მიჭედილი. სერბეთში კი პეტარ ბლაგოევიჩის (1725 წელი) ცხედარი დაწვეს, რადგან მას აბრალებდნენ, რომ ვამპირი იყო.

არქეოლოგების თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას არა თუ სჯეროდა მათი არსებობის, არამედ ეშინოდა მათი დაბრუნების სიკვდილის შემდეგაც კი, ამიტომ ისინი უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ვამპირების განადგურება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). არქეოლოგებმა 15-ე საუკუნის „ვამპირის“ ნეშტს მიაგნეს, რომლის სხეული დაანაწილეს, რათა ის არ გაცოცხლებულიყო. 18 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/არქეოლოგებმა-15-ე-საუკუნის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi