ტორონტოს აეროპორტში თვითმფრინავი დაშვებისას ამოტრიალდა, არიან დაშავებულები. არსებული ინფორმაციით, Delta Air Lines-ის თვითმფრინავი ტორონტოს პირსონის საერთაშორისო აეროპორტში, დაშვებისას ამოტრიალდა.
იმ დროისთვის მასში 80 მგზავრი იმყოფებოდა. კანადური მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაშავდა.
განსაკუთრებით მძიმე დაზიანებები აღენიშნება 3 მგზავრს, მათ შორის არის ბავშვიც. ყველა დაშავებული კლინიკაში გადაყვანილი, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. თვითმფრინავი ტორონტოში აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისიდან მიფრინავდა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). რა დეტალები ხდება ცნობილი ტორონტოს აეროპორტში თვითმფრინავის ამობრუნების ფაქტზე – არიან დაშავებულები. 18 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-დეტალები-ხდება-ცნობილ/
