სვანეთში დაკარგული მოქალაქეები – უახლესი ინფორმაცია

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სვანეთში დაკარგული მოქალაქეები აქამდე არ უპოვიათ

რთული მეტეოროლოგიური პირობები ძებნის პროცესში შეფერხებას უწყობს

სვანეთის რეგიონის მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე უკვე მეორე დღეა, ორ დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართული არიან თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები, შსს-ის ყველა შესაბამისი დანაყოფი და სამაშველო დრონები. თუმცა, ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება.

მესტიის მკვიდრი ვიკა ფილფანი “მთავარ არხთან” საუბარში ამბობს, რომ ორი ახალგაზრდა მამაკაცი ქვემო სვანეთისკენ გადაადგილდებოდნენ და გზა აებნათ. მათი ახლობლების თქმით, ორშაბათს, 22 ივლისს დილით მათ აცნობეს, რომ გზა ვერ მოიძებნა. “გადადიოდნენ ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთისკენ, ლასდილის მარშრუტით. კვირას უკვე ადგილზე უნდა ყოფილიყვნენ. ორშაბათს, დილით გამოვიდნენ კონტაქტზე, რომ გზა აებნათ,” – აღნიშნავს ფილფანი.

ფილფანი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამინდი შედარებით კარგი იყო: “ცა მოწმენდილია, ღრუბელი ალაგ-ალაგ არის, არაფერი ჭექა-ქუხილი და დამაქცეველი არ ხდება. თუ ვერტმფრენი არ არის ადაპტირებული ასეთ ამინდზე, მაშინ, არასწორად ჰყავთ.”

- Advertisement -
Ad imageAd image

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაკარგულების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში გუშინ, 24 ივლისს შევიდა. ოპერაციის მიმდინარეობა გრძელდება და მაქსიმალური ძალისხმევა ხორციელდება, რათა დაკარგული მოქალაქეები რაც შეიძლება მალე იპოვნონ.

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სვანეთში დაკარგული მოქალაქეები – უახლესი ინფორმაცია. 25 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სვანეთში-დაკარგული-მოქალ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Software QA Engineer/Intern (AI-Powered)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Data steward

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T19:38:11+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi