სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 811.5 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.1 პროცენტით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 397.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.0 პროცენტით ჩამორჩება.
საქსტატის ცნობით, ღორის რაოდენობა 129.4 ათასი სული შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობამ 7.9 მლნ. ფრთა შეადგინა, რაც 3.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან, უწყების წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში რძის წარმოებამ 102.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2 პროცენტით ნაკლებია. 2024 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 570.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2.3 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2024 წლის მეოთხე კვარტალში ხორცის წარმოებამ 26.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.1 პროცენტით მეტია.
2024 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 83.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.3 პროცენტით აღემატება. 2024 წლის მეოთხე კვარტალში კვერცხის წარმოება 169.1 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3 პროცენტით მეტია. 2024 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 653.4 მილიონი ცალი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.04 პროცენტით მეტია.
მასალის გამოყენების პირობები