მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა. აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში თეთრი სახლის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.

აშშ-ის დელეგაცია უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთის დელეგაციას სავარაუდოდ 18 თებერვალს შეხვდება.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და თავისი ადმინისტრაციის წევრებს ომის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება დაავალა. საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, ერ-რიადმა გასულ კვირას პატიმრების გაცვლის საკითხზე, აშშ-სა და რუსეთს შორის კონტაქტების უზრუნველყოფაში თავისი როლი ითამაშა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა. 17 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მარკო-რუბიო-საუდის-არაბე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi