პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„პატარას საერთოდ არ ვახსოვდი...“ - რას იხსენებს გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ

„პატარას საერთოდ არ ვახსოვდი…“ – რას იხსენებს გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ

დეკანოზიგიორგი მამალაძე, რომელიც სამართალდამცველებმა 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის აეროპორტში დააკავეს, გადაცემა Post Factum-თან ინტერვიუში სკანდალური საქმის დეტალებზე საუბრობს.

მისი თქმით, 7 წლიანი პატიმრობის პირობებში, ყველაზე რთული შვილებთან განშორება აღმოჩნდა.

“პირველ რიგში დავკარგე ის, რაც ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია – შვილები. დავტოვე პატარები, დამხვდნენ დიდები. გაუცხოება იყო, იმიტომ რომ პატარას საერთოდ არ ვახსოვდი ფიზიკურად. მხოლოდ ფოტოებით და რაც არ უნდა უზრუნველყოფილი იყვნენ ბავშვები… არც ჩემი მეუღლე, არც თორნიკე, არც ჩემი მშობლები – ირგვლივ ვინც არის ჩემი ოჯახი, არაფერს აკლებდნენ… მაგრამ ერთია ეს და მეორეა, მამა.

7 წელი ისეთი პერიოდია, როცა მამა განსაკუთრებით საჭიროა. ჩემი უფროსი უკვე აბიტურიენტია, იმ 7 წლის განმავლობაში სხვანაირად იზრდებოდა. მეორე შვილიც 16 წლის არის. მათ კი ვახსოვდი, მაგრამ ურთიერთობები თავისთავად მძიმეა.

დამაცილეს ყველაფერს… ხანგრძლივი პაემნის ფარგლებში [მინდოდა ნახვა], მაგრამ მითხრეს, სამივეს ვერ ნახავ, 2 უნდა ნახოო და აღარ მინახავს არც ერთი”… თორნიკეს და ჩემი ძმის გარდა, ოჯახის არც ერთი წევრი აღარ მინახავს,“ – განაცხადა დეკანოზმა. განაგრძეთ კითხვა
  ვინ იხდის ბანკის ვალს მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში? -მნიშვნელოვანი ინფორმაცია მემკვიდრეებისთვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი