აღდგომის მარხვას დიდმარხვა ჰქვია. ეს არის მნიშვნელოვანი მარხვა, რადგანაც ის არის მზადება უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის – აღდგომისთვის. მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის, ეს არის სიკეთის კეთება, სინანული, მიტევება, ლოცვის გაძლიერება, მოყვასისთვის დახმარების ხელის გაწვდენა… როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, მარხვა არის სინანული ცოდვების გამო, როცა საკვების მიღება არც გახსოვსო.
ამ პერიოდში მორწმუნე განსხვავდება არა მარხული ადამიანისგან. ის სათნოა და მიმტევებელი. ზოგადად, ასეთები უნდა ვიყოთ ყოველთვის, მაშინაც როცა არ არის მარხვა.
წელს აღდგომა 20 აპრილსაა.
დიდმარხვა იწყება 3 მარტს და 7 კვირა გრძელდება.
დღეიდან, 17 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით არის ხორციელის კვირა. 24 თებერვლიდან არის ყველიერის კვირა – ამ კვირაში მორწმუნეს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი რძის ნაწარმი, თევზეული და კვერცხი. ყველიერის კვირაში ხორცი აღარ მიიღება.
25, 26, 27 და 28 თებერვალს იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. (ამ ლოცვის შესახებ აქ წაიკითხავთ)
3 მარტს იწყება სააღდგომო მარხვა და მთელი მარხვის პერიოდში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
მიცვალებულთა ხსენების დღეებია: 22 თებერვალი, 15 მარტი, 22 მარტი, 29 მარტი.
7 აპრილი – ხარების დღესასწაული (ხსნილია თევზით). 12 აპრილი ლაზარეს აღდგინება (ხსნილია თევზით). 13 აპრილი ბზობა (ხსნილია თევზით).
20 აპრილს ვზეიმობთ აღდგომას!
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ინფორმაცია მათთვის, ვინც დიდმარხვის შენახვას აპირებს. 17 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ინფორმაცია-მათთვის-ვინც/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · წარმოება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-20T14:20:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

