აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, შეთანხმება მიღწეული იქნა აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის. სამგზავრო ტრანსპორტირება შვეიცარიული კომპანიის, „შტადლერის“ მატარებლებით განხორციელდება.
აზერბაიჯანის რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, რომ საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტირება ამჟამად შეჩერებულია აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების დახურვის გამო.
მასალის გამოყენების პირობები