ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსს„მოკვლაც არ აკმარა, დაწვა და დაანახშირა“ - ვაშლიჯვარში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის აღიარება

„მოკვლაც არ აკმარა, დაწვა და დაანახშირა“ – ვაშლიჯვარში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის აღიარება

12 იანვარი, თბილისი, ვაშლიჯვარი, გაბაშვილის ქუჩა. გამოძიების ინფორმაციით, დაუსრულებელ ნაგებობაში ლაშა თვალაბეიშვილი და ლევან ჯანგულაშვილი ერთად ავიდნენ. რა შინაარსის იყო კორპუსის მე-7 სართულზე მეგობრების ბოლო საუბარი, უცნობია, თუმცა გაირკვა, რომ მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

სავარაუდოდ, აქედან აიღო სავარაუდო დამნაშავემ მკვლელობის იარაღი. ლევან ჯანგულაშვილის სისხლის გუბე იქ ახლაც ჩანს. ახალგაზრდა მძიმედ დაჭრილი იყო, როდესაც მაღალი სართულიდან გადააგდეს, შემდეგ კი დაწვეს.

23 წლის ლაშა თვალაბეიშვილი ახლო მეგობრის, ლევან ჯანგულაშვილის მკვლელობას აღიარებს. ჰყვება, როგორ დაჭრა 28 წლის კაცი, რომელიც მაღალი სართულიდან გადმოგდების შემდეგ, უმოქმედო ლიფტის შახტში დამწვარი იპოვეს.

გამოძიების ინფორმაციით, არმატურით და სავარაუდოდ, ლურსმნიანი ფიცრით ცემის შემდეგ, სისხლისგან თითქმის დაცლილი ახალგაზრდა, ლაშა თვალაბეიშვილმა მშენებარე კორპუსის მე-7 სართულიდან გადააგდო.

„გვამი როდესაც ვნახეთ, მიმძიმს ამ სიტყვის თქმა, გვამი არის დანახშირებული. შემთხვევის ადგილზე ნანახი იქნა სხვადასხვა სისხლიანი საგნები, ლურსმებიანი ფიცარი, რომელიც ყველა მხრიდან სისხლით არის მოსვრილი“, – აცხადებს საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილი. 

ვიდეო-აღიარება, რომელიც „კურიერი P.S.-მა“ მოიპოვა, მხოლოდ ფრაგმენტია. დაკავებულმა ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს შემზარავი დანაშაული დეტალურად აღწერა.

„ლაპარაკის გარეშე ვიწყებ ჩხუბს, არმატურა მქონდა, იქ ვნახე და ის გავუყარე რამდენჯერმე მუცელში. ლევანი წამოიწია ჩემკენ, მეს მას დავარტყი ხელი სახეში და დავაგდე ძირს რის შემდეგაც იქვე ნაპოვნი არმატურის მსგავსი საგანი დავარტყი, როგორც მახსოვს რამდენჯერმე დავარტყი გულ-მკერდის არეში, ასევე, თავში. მიუხედავად ამისა, ლევანი ჯერ არ იყო მკვდარი და განვიზრახე, გადმომეგდო მე-7 სართულიდან. გავათრიე ნაპირამდე და გადავაგდე. 

როდესაც ჩავედი კორპუსის ეზოში ვფიქრობ, ის უკვე მკვდარი იყო. განვიზრახე მისი სხეულის დამალვა და დაწვა. ლევან ჯანგულაშვილის გვამი ავახოხე კორპუსის პირველ სართულზე, მივახოხე ლიპტის შახტასთან და ჩავაგდე. ამის შემდეგ ავტომობილიდან გადმოვიღე 3-ლიტრიან ბალონში მოთავსებული ბენზინი და დავასხი გვამს, მოვუკიდე ცეცხლი და ბალონიც იქვე ჩავაგდე, ასევე, მივაყარე სხვადასხვა სახის  ნაგავი, იქვე ვიპოვე ლეიბი, რომელიც ჩავაგდე ცეცხლში და წამოვედი. მივედი სახლში პირდაპირ“, – აცხადებს მკვლელობაში ბრალდებული. 

10-დღიანი გამოძიების შემდეგ საქმე გაიხსნა – ლაშა თვალაბეიშვილი დააკავეს.

„უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში აქვთ ყოველდღიური ურთიერთობა, ერთად დადიან გასართობად, ყოფით საკითხებზე და ერთად ატარებენ დროს. დადგენილია, რომ თავიდანვე იყო ბრალდებული შურისძიების გრძნობით გამსჭვალული. შემთხვევით მიტოვებულ შენობასთან არ მიდიან, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, გვამის გადმოგდება შემთხვევით არ ხდება, არც შემთხვევით პირველ სართულზე და შახტში ჩაგდება ხდება, არც ბენზინის ყიდვა არ ხდება. დაწვა და დანახშირება, ამდენი შემთხვევით, ამდენი უცებ  ნამდვილად არ არსებობს. ეს ყველა ნაბიჯი მიუთითებს, ეს ყველაფერი იყო – წინასწარ ნაფიქრი, გააზრებული, დაგეგმილი და შესრულებული. 10 დღის განმავლობაში ბრალდებულმა დანაშაული უარყო. ბრალდებულს დაუკავშირდა გარდაცვლილის დედა, ეკითხებოდა ხომ არ იცოდა მეგობრის ადგილსამყოფელი, ის აცხადებდა – „არა, ალბათ, სადმეა ვისმესთანაა, გამოჩნდება“, მაგრამ, თურმე მას ჰქონია მკვლელობა ჩადენილი. მოკვლაც არ აკმარა, დაწვა და დაანახშირა“, – აცხადებს საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილი.

ბრალდებულს მკვლელობის მუხლი აქვს წარდგენილი, რაც 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, დანიშნულია ექსპერტიზები, პასუხების შემდეგ კი, არ არის გამორიცხული მუხლი კიდევ უფრო დამძიმდეს და დამნაშავეს უვადო პატიმრობა დაემუქროს. დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი ბრალდებულის ფსიქიკურ პრობლემებზე მიანიშნებს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

11 February, 2025
კვლევა – რატომ და როგორ ჩნდება კიბო ადამიანის ორგანიზმში. ადამიანის ორგანიზმში კიბო შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო

კვლევა – რატომ და როგორ ჩნდება კიბო ადამიანის ორგანიზმში. ადამიანის ორგანიზმში კიბო შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მიზეზის გამო

თებერვალი 12, 2025
სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

სიმეტრია თუ ასიმეტრია – რა ჯობია მისაღებ ოთახში

თებერვალი 11, 2025
სახელმწიფოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA 2025“ ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA 2025“ ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

თებერვალი 12, 2025
ლიკა ქავჟარაძისა და ლევან უჩანეიშვილის ნაკლებადცნობილი კინოროლი და კადრები დაღესტნის გადასაღები მოედნიდან

ლიკა ქავჟარაძისა და ლევან უჩანეიშვილის ნაკლებადცნობილი კინოროლი და კადრები დაღესტნის გადასაღები მოედნიდან

12 თებერვალი 2025
ჩანჩქერს და ხეობას სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო

ჩანჩქერს და ხეობას სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო

თებერვალი 12, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

სწორი კვების ფორმულა: როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და ენერგია

თებერვალი 12, 2025
დაბალი თვითშეფასება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა

დაბალი თვითშეფასება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა

თებერვალი 12, 2025
17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

17 ფაქტი ბარსელონას შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

11 თებერვალი 2025
„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

„ღიად დატოვებული გაზის ონკანები აფერხებს გაზმომარაგების აღდგენის პროცესს“ – „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 11, 2025
2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

2024 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატის სტატისტიკა

თებერვალი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი