სამშაბათი, თებერვალი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმილანის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

მილანის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, მილანის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდით წარდგა.

BIT 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ექვს ტურისტულ კომპანიასთან ერთად მონაწილეობს. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებია წარმოდგენილი.

BIT 2025-ს გახსნის ცერემონიაში, სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სამინისტროებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.

გამოფენის ფარგლებში მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა იტალიური ტურისტული, PR და მარკეტინგული კომპანიების, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად იმყოფება იტალიაში, ქალაქ მილანში, BIT 2025-ზე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი გამოფენა იტალიაში, სადაც წელს 40 ათასზე მეტი ვიზიტორია დარეგისტრირებული. სამი დღის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრებს ვმართავთ ადგილობრივ კომპანიებთან, რომ ბევრად მეტი ტურისტი მოვიწვიოთ საქართველოში, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, ქართული ტურისტული პროდუქტები. იტალია და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სადაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვმართავთ“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

გამოფენას ესწრება მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია.

„BIT Milano ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა. ზოგადად, დიდი ინტერესია საქართველოს ტურიზმთან მიმართებით და ვფიქრობ, ეს ღონისძიება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც დაეხმარება ტურისტების მოზიდვას საქართველოში“, – აცხადებს ნატალია კორძაია.

მილანის ტურისტულ გამოფენაზე, B2B ფორმატის ფარგლებში საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, იტალიელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოში ტურისტთა ნაკადის მოსაზიდად.

„დიდ შედეგებს ველოდებით წლევანდელი გამოფენიდან, ძალიან გაზრდილია ინტერესი იტალიიდან, აპრილიდან Easyjet-ი იწყებს ფრენებს მილანიდან თბილისის მიმართულებით. ძალიან დაინტერესდნენ გამოფენის მონაწილეები, ჩვენ ვხვდებით იტალიელ ტუროპერატორებს და ველოდებით დიდ გამოხმაურებას“, – ამბობს Visit Georgia-ს წარმომადგენელი თეა ქავთარია.

BIT 2025-ზე, საქართველოს სტენდთან გამოფენის ვიზიტორებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, დააგემოვნონ ქართული ტკბილეული და ღვინო.

„რამდენიმე დღის წინ ქართული მეღვინეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი ვნახე, თუ როგორ ამზადებენ ღვინოს თიხის ლამაზ ჭურჭელში. ძალიან დავინტერესდი ქართული ღვინით, საქართველოთი და ამ გამოფენაზე ვიპოვე. მე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვარ, ღვინო მიყვარს და არასდროს დამიგემოვნებია ასეთი კარგი და უნიკალური ღვინო. ვაპირებ, ვესტუმრო თქვენს ქვეყანას“, – ამბობს გამოფენის ვიზიტორი ჯორჯიანა.

„ფანტასტიკური ღვინო გაქვთ, რომ გავსინჯე, შევიგრძენი საქართველოს კულტურა და ეს გემო არასდროს დამავიწყდება. ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, რადგან საქართველო გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, ტრადიციული ღვინით, კერძებით და ბუნებით“, – ამბობს გამოფენის სტუმარი ჯუზეპე.

მილანის ტურისტული გამოფენა 45 წელია ტარდება და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ღონისძიებაა. BIT 2025-ზე 62 ქვეყნიდან ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენას მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 40 ათასი სტუმარი ჰყავს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

ყველაზე ლამაზი სოფლები პარიზის სიახლოვეს

11 February, 2025
“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

“ნეონატოლოგიურმა კლინიკა N ქირონ +”- მა „Accreditation Canada“-ს სერტიფიკატი მიიღო – უმაღლესი აღიარება ჯანდაცვის სექტორში

თებერვალი 11, 2025
სხვადასხვა ტიპის ჭერი – რომელი უნდა ავარჩიოთ სახლისთვის

სხვადასხვა ტიპის ჭერი – რომელი უნდა ავარჩიოთ სახლისთვის

თებერვალი 10, 2025
ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

ტყე და იმუნიტეტი – ბუნებაში დროის გატარება კიბოს პრევენციის ეფექტური მეთოდია?

თებერვალი 11, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

მეცნიერებმა სამყაროს მთავარი სტრუქტურის – კოსმოსური აბლაბუდის საუკეთესო გამოსახულება მიიღეს

თებერვალი 11, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

თებერვალი 11, 2025
ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

ექსკლუზიური ინტერვიუ მარგარეტ დაიაურთან – გოგონა, რომელმაც ხევსურთს ახალი სული შთაბერა ✨️

თებერვალი 11, 2025
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

10 თებერვალი 2025
თბილისში ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო

თბილისში ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო

თებერვალი 10, 2025
ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

თებერვალი 10, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი