ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასეს-მა „იფქლს“ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერა

სეს-მა „იფქლს“ საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერა

საქმე ეხება, მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ მოკვლევას.

როგორც სეს-ის ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა შპს იფქლის მიერ წარმოებულ შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის შესახებაც 30 იანვარს სეს–ს შეატყობინა.

სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ შპს იფქლის კუთვნილ საწარმოში დააფიქსირა არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობები. ასევე, გამოვლინდა, რომ შპს იფქლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის რეგისტრირებული სურსათის ბიზნესოპერატორად.

აღნიშნული კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო, კომპანიას გამოსასწორებლად მიეცა გონივრული ვადა. მანამდე კი საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

  „სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ სვლას, პატიებას“-ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი