საბერძნეთში 48 საათის განმავლობაში 10-ზე მეტი ძლიერი მიწისძვრა მოხდა – კუნძულ სანტორინიზე დაიხურა სკოლები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სანტორინისთან ძლიერი სეისმოლოგიური აქტივობა არ წყდება, რის გამოც კუნძულზე სკოლებიც კი დაიხურა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რეგიონში შესაძლოა კიდევ უფრო ძლიერი ბიძგები მოხდეს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

სანტორინის და ამორგოსის კუნძულებს შორის 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ფიქსირდება, ეპიცენტრი სანტორინიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 36 კილომეტრის დაშორებით, 2 კილომეტრის სიღრმეზეა.

მანამდე 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი სანტორინიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 28 კილომეტრში იყო, ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღმეზე მდებარეობდა.

4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა სანტორინისა და ამორგოსს შორის საზღვაო ზონაში დაფიქსირდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მედიის ცნობით, 48 საათის განმავლობაში რეგიონში 10-ზე მეტი მიწისძვრა იყო. ექსპერტები განმარტავენ, რომ მიწისძვრები ვულკანური არ არის, თუმცა მუდმივი აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა უფრო ძლიერი მიწისძვრაც მოხდეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საბერძნეთში 48 საათის განმავლობაში 10-ზე მეტი ძლიერი მიწისძვრა მოხდა – კუნძულ სანტორინიზე დაიხურა სკოლები. 3 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საბერძნეთში-48-საათის-განმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi