პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპი - ჩვენ ვაპირებთ, დავიბრუნოთ პანამის არხი, ან რაღაც ძალიან ძლიერი...

დონალდ ტრამპი – ჩვენ ვაპირებთ, დავიბრუნოთ პანამის არხი, ან რაღაც ძალიან ძლიერი მოხდება

ჩვენ ვაპირებთ, დავიბრუნოთ პანამის არხი, ან რაღაც ძალიან ძლიერი მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩინეთი მართავს პანამის არხს, რომელიც არ მიეცა ჩინეთს, რომელიც პანამას გადაეცა სულელურად, მაგრამ მათ დაარღვიეს შეთანხმება და ჩვენ ვაპირებთ, უკან დავიბრუნოთ, ან რაღაც ძალიან ძლიერი მოხდება“,-განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პანამაში პრეზიდენტ ხოსე რაულ მულინოსთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ მარტინეს-აჩასთან შეხვედრა გამართა. რუბიომ აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობა მიუღებელია და თუ დაუყოვნებლივი ცვლილებები არ განხორციელდება, აშშ იძულებული იქნება, მიიღოს საჭირო ზომები ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების დასაცავად.

შეხვედრის შემდეგ პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან არხის საკუთრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მოხდება.

  5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია - რამდენია თითოეულ სფეროში საშუალო ხელფასი?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი