პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებიბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

ბელარუსის ცესკო-ს ცნობით, ლუკაშენკომ ხმების 86,82% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ კანდიდატს, ოლეგ გაიდუკევიჩმა მიიღო 2,02%, ანა კანაპაცკაიამ – 1,86%, სერგეი სირანკოვმა – 3.21%, ალექსანდრ ხიჟნიაკიმ 1,74%, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3,60%-მა.

შეგახსენებთ, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურა. ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 85,70% შეადგინა. ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.

  „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ჯართან ურთიერთობით, თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, ემოციებით ეზიაროთ იმ ყველაფერს, რასთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობა“-ირაკლი კობახიძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი