ორშაბათი, იანვარი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტაილანდმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა

ტაილანდმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა

ხუთშაბათს, 23 იანვარს, ტაილანდი გახდა პირველი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვა. ერთნაირსქესიანთა კავშირის ლეგალიზების პირველივე დღეს, ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს შორის ასობით ქორწინება დარეგისტრირდა.

ლგბტქ+ თემის წევრებისა და აქტივისტებისა ბრძოლის შემდეგ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა, ტაილანდმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება საბოლოოდ დააკანონა.

ქვეყნის კანონმდებლობა შეიცვალა და ამიერიდან, ტაილანდში ქორწინებად მიიჩნევა არა „მამაკაცისა და ქალის კავშირი“, როგორც აქამდე იყო, არამედ „ორი ინდივიდის კავშირი“.

ამრიგად, ტაილანდი გახდა პირველი ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და მესამე აზიაში, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ტაილანდის პარლამენტის მიერ მიღებული და მეფის მიერ გასულ წელს დამტკიცებული კანონმდებლობის თანახმად, ერთნაირსქესიან წყვილებს შეუძლიათ თავიანთი ქორწინება იურიდიული, ფინანსური, ჯანმრთელობის, შვილად აყვანისა და მემკვიდრეობის სრული უფლებებით დაარეგისტრირონ.

„ქორწინების თანასწორობის შესახებ ამ კანონის მიღება ნიშნავს ტაილანდის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, გენდერული მრავალფეროვნების კუთხით, და დადასტურება იმისა, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები და ღირსება, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციის, რასისა თუ რელიგიისა “, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, პაეტონგტარნ შინავატრამ სპეცაილურ ვიდეო-მიმართვაში, რომელიც ხუთშაბათს, დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ ერთნაირსქესიანთა რამდენიმე საქორწილო ცერემონიაზე იყო ნაჩვენები.

ეს დღე ერთნაირსქესიანთა ასეულობით ქორწილით აღინიშნა

ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების პირველი დღის საპატივსაცემოდ, 23 იანვარს ურთიერთობის ფორმალიზება ასობით წყვილმა გადაწყვიტა. პარაგონის სავაჭრო ცენტრში ქორწინებისთვის, მინიმუმ, 200 წყვილი დარეგისტრირდა. ამ ინიციატივას ორგანიზება, ბანგკოკის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფარგლებში, „ბანგკოკ პრაიდის“ ჯგუფმა გაუკეთა.

ლგბტქ+ ჯგუფები ამ კვირაში ერთნაირსქესიანთა 1448 ქორწინებას ელოდებიან, რომელიც მათთვის სიმბოლურ რიცხვად იქცა და ტაილანდის სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლზე მინიშნებას წარმოადგენს, რომელშიც ფუნდამენტური შესწორება შევიდა – სიტყვები „ქმარი“ და „ცოლი“ „მეუღლით“ შეიცვალა.

„ციფრები: ერთი-ოთხი-ოთხი-რვა ყველა სქესის ქორწინების უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ის ისეთი ინკლუზიური საზოგადოების შექმნის იმედს იძლევა, რომელშიც სიყვარული, მისი ყველა ფორმით, მისაღები იქნება“, – ლგბტ ჯგუფ „ბანგკოკ პრაიდის“ ამ განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ციტირებს.

ამრიგად, ტაილანდი გახდა მესამე ქვეყანა აზიაში, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება აღიარა. 2019 წელს ეს ნაბიჯი ჯერ ტაივანმა, ოთხი წლის შემდეგ კი ნეპალმა გადადგა.

რეგიონის სხვა ნაწილებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტაილანდი, გარკვეული ხნის განმავლობაში, შეიძლება იყოს აზიის ბოლო ქვეყანა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა.

კვლევითი ცენტრი „Pew Research Center“-ის მონაცემებით, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მსოფლიოში ამჟამად 30-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს. პირველი სახელმწიფო, რომელმაც ერთნაირსქესიანთა კავშირები დაუშვა, იყო ნიდერლანდები (2001 წ.). პორტუგალიამ შესაბამის კანონი 2010 წელს მიიღო და გახდა მსოფლიოში მერვე ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მწვანე შუქი აანთო.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მეკნესი – ვერსალით შთაგონებული მაროკოს საიმპერატორო ქალაქი

მეკნესი – ვერსალით შთაგონებული მაროკოს საიმპერატორო ქალაქი

27 January, 2025
აშშ-ში აკრძალეს საკვები საღებავი Red 3: რა უნდა იცოდეთ?

აშშ-ში აკრძალეს საკვები საღებავი Red 3: რა უნდა იცოდეთ?

იანვარი 26, 2025
რას გულისხმობს მონოქრომული დიზაინი და რა უპირატესობა აქვს მას

რას გულისხმობს მონოქრომული დიზაინი და რა უპირატესობა აქვს მას

იანვარი 26, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული დელიკატესები: უნიკალური გემო და მრავალფეროვნება

ქართული დელიკატესები: უნიკალური გემო და მრავალფეროვნება

იანვარი 27, 2025
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მადამ კლიკო – შამპანურის რევოლუცია ერთი ქალის ხელით

მადამ კლიკო – შამპანურის რევოლუცია ერთი ქალის ხელით

27 იანვარი 2025
საქართველოს ეროვნული მუზეუმი — ისტორია, კულტურა და ქართული საგანძური

საქართველოს ეროვნული მუზეუმი — ისტორია, კულტურა და ქართული საგანძური

იანვარი 26, 2025
სესხის აღების ახალი პირობები – რა უნდა იცოდეთ ცვლილებების შესახებ

სესხის აღების ახალი პირობები – რა უნდა იცოდეთ ცვლილებების შესახებ

იანვარი 27, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი