პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოილია მეორე დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

ილია მეორე დონალდ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

როგორც პატრიარქი მისალოც წერილში აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრამპის  მისწრაფება, დაიცვას ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროს ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისთვის.

„ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას.

ძალიან დიდია თქვენდამი ხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია, საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენ თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება, დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო-საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისთვის.

ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. „ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“ (ფს. 39:5).

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო.

ღრმა პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II“, – აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.

  ტრამპის თქმით, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ანექსია არ მოხდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი