Financial Times-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს easyJet და British Airways იწყებენ.

„აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet ლოდნოის ლუთონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰიდროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ბოლო ფრენა ავიაკომპანიამ თბილისისკენ 2013 წელს შეასრულა. ამ დრომდე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის“, – წერს Financial Times.

სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილების მონახულებას ურჩევს.

„საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ, გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ყაზბეგსა და სვანეთს“,-წერს Financial Times.

- Advertisement -
Ad imageAd image

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). Financial Times-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. 13 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/financial-times-ი-მკითხველს-საქართველო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi