პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებმა განიხილეს დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომელიც 2024 წლის 27 მაისის შეთანხმებას ეფუძნება. ამასთან, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ განიხილეს სირიაში მიმდინარე მოვლენები, ასადის რეჟიმის დაცემა და რეგიონში ირანის ძალაუფლების შესუსტება.

„ბაიდენმა ხაზი გაუსვა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების აუცილებლობას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას, რაც შესაძლებელი გახდება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შედეგად“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  პენტაგონში დაადასტურეს, რომ ტრამპის მოთხოვნით უკრაინას დამატებით იარაღს უგზავნიან
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი