ეგვიპტეში, წითელ ზღავში ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ტურისტი, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ნათქვამია ეგვიპტის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილიც და დაშავებულიც იტალიის მოქალაქეები არიან.
შემთხვევა კურორტ მარსა ალმაში მოხდა. თავდასხმა ზღვაში საცურაოდ განსაზღვრული ზონის მიღმა მოხდა. ზვიგენი ტურისტს ყვინთვის დროს დაესხა თავს. იტალიის მოქალაქე ოჯახთან ერთად ეგვიპტეში საშობაოდ იმყოფებოდა.
ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებამ აღნიშნულ მონაკვეთში ცურვა ორი დღით აკრძალა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ეგვიპტეში ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ტურისტი, ერთი კი დაშავდა. 30 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ეგვიპტეში-ზვიგენის-თავდა/
