აშშ-ში, 43 წლის ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი დაიღუპა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, 43 წლის ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი, მიგელ ანხელი დაიღუპა. მას სამი თვის წინ, მისი სახლის ძარცვის მცდელობის დროს თავში ესროლეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, 43 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ შაბათს გახდა ცნობილი, მანამდე ის კლინიკაში იმყოფებოდა.

ანხელის სახლში, 3 თვის წინ, 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ისინი მისგან და მისი მეუღლისგან ძვირფასეულობას და ფულს ითხოვდნენ, რა დროსაც მათ შორის ჩხუბი მოხდა და ერთ-ერთმა მძარცველმა ანხელს ესროლა. ის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.

დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მძარცველი სასიკვდილოდ დაიჭრა. თავდასხმის საქმეზე დაკავებულია 3 პირი.

- Advertisement -
Ad imageAd image

მიგელ ანხელს სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებს ფიტნესისა და მეწარმეობის შესახებ რჩევებს აძლევდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). აშშ-ში, 43 წლის ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი დაიღუპა. 24 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-ში-43-წლის-ცნობილი-ფიტნე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi