23 დეკემბერი
ეს გამჭრიახობისა და ახალი იდეების დღეა. ამ დღის ენერგია დაგეხმარებათ, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი გამოსავალი იპოვოთ და გამოწვევებს ადეკვატურად გაუმკლავდეთ. შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ გამოავლინოთ თქვენი კრეატიულობა, ნიჭი და მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებები იმაზე, რაზეც დიდი ხანია, ორჭოფობთ. აღნიშნული დღის ენერგია მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები დაგეგმოთ და იდეები ჩამოაყალიბოთ. მოუსმინეთ საკუთარ თავს და მიიღეთ ის გადაწყვეტილებები, რაზეც თავად ფიქრობთ, რომ სწორია.
24 დეკემბერი
ამ დღეს შესაძლოა, უენერგიობა, უმოტივაციობა იგრძნოთ და კომუნიკაცია გაგირთულდეთ, გაუგებრობების წინაშე აღმოჩნდეთ და კონფლიქტური სიტუაცია შეგექმნათ. შეეცადეთ, აღნიშნულ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და მშვიდად იყოთ. მოერიდეთ საკუთარი თავის ზედმეტ კრიტიკას. ამან შესაძლოა, თქვენი განწყობა კიდევ მეტად გააუარესოს.
25 დეკემბერი
ამ დღეს შესაძლოა, სიტუაცია სრულიად არაპროგნოზირებადი იყოს და დაგეგმილ აქტივობებს გადაუხვიოთ. გარდა ამისა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ძველი გეგმების, შაბლონების გადახედვისა და ილუზიების მიტოვების დღეა. იმოქმედეთ მშვიდად, შეეცადეთ, შეინარჩუნოთ შინაგანი წონასწორობა და არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები.
26 დეკემბერი
ჰარმონიისა და ბალანსის დღე. სხვებთან ინფორმაციისა და ენერგიის გაცვლა წარმატებას მოგიტანთ. იყავით კეთილგანწყობილი, გააკეთეთ სიკეთე. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სიკეთე უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ. გარდა ამისა, ამ დღეს შესაძლოა, სასიამოვნო საჩუქრები, მოულოდნელი სიურპრიზები მიიღოთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ.
27 დეკემბერი
დროა, თქვენი შრომისა და თავდადების, გასულ მონაკვეთებში გამოჩენილი ინიციატივების შედეგი მიიღოთ. დამსახურებული ჯილდო გელოდებათ, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ. გარდა ამისა, ამ დღეს შეგიძლიათ, თქვენი მიღწევები შეაჯამოთ და სამომავლო გეგმები დასახოთ.
28 დეკემბერი
სიხარულისა და სურვილების ასრულების დღეა. შესაძლოა, გაიგოთ, რომ ის, რაზეც დიდი ხანია, დარდობდით, საბოლოოდ მოგვარდა ან ახალი, მომგებიანი შეთავაზება მიიღოთ, ნახოთ გამართლება იმ საქმეში, რასაც აკეთებთ… დროა, თქვენი მიღწევებით ისიამოვნოთ და ბედნიერება საყვარელ ადამიანებსაც გაუზიაროთ.
29 დეკემბერი
ამ დღეს მოაქვს ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა, ერთი შეხედვით, არასასიამოვნო, მაგრამ გარდაუვალია. მნიშვნელოვანია, ყველა ცვლილება, როგორც გათავისუფლებად და განახლებისკენ ნაბიჯად მივიღოთ. დაუტოვეთ 2024 წელს ყველა ის საქმე, ადამიანი, ურთიერთობები, რომლებსაც თქვენთვის ბედნიერება აღარ მოაქვს და განვითარებაში ხელს გიშლით.