„ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტები 14 იანვრის ჩათვლით გაუქმებულია, აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად აქცია-კონცერტის გამართვა გვინდა“ – კახა მამულაშვილი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტები და კორპორატიულები, დეკემბრის დასაწყისიდან 14 იანვრის ჩათვლით გაუქმებული გვაქვს“, – ამის შესახებ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი [მამულიჩა] სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, კახა მამულაშვილი წერს, რომ ლელა წურწუმიას და ბენდს აქციების დროს დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად აქცია-კონცერტის გამართვა სურს.

„ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ნიკოლოზობას. ბევრი ადამიანი მწერს და აქ გიპასუხებთ.

ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტები და კორპორატიულები, დეკემბრის დასაწყისიდან 14 იანვრის ჩათვლით გვაქვს გაუქმებული, რამდენიმე გადატანილი (დაახლოებით 18 ღონისძიება).

- Advertisement -
Ad imageAd image

რადგან ლელას და ჩემს მუსიკოსებსაც, დიდი სურვილი გვაქვს შევიტანოთ ჩვენი პატარა წვლილი აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, გვინდა აქცია-კონცერტის გამართვა, უბრალოდ, კონსულტაციებს გავდივართ ფონდთან და კონცერტთან დაკავშირებულ ტექნიკურ პერსონალთან და ადგილის მფლობელებთან და მალე შეგატყობინებთ“, – წერს კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტები 14 იანვრის ჩათვლით გაუქმებულია, აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად აქცია-კონცერტის გამართვა გვინდა“ – კახა მამულაშვილი. 19 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ლელა-წურწუმიას-და-ჩვენ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi