მხოლოდ ერთ თვეში, ოქტომბერში სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ – 117 საჩივარი დაიწერა, მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში კი – 1 355.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში შესული საჩივრიდან 114 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 1 – სალომბარდე სესხს, 1 – ოვერდრაფტს, 1 – საკრედიტო ბარათს.
რაც შეეხება პრეტენზიების ხასიათს, აღნიშნული საჩივრებიდან 113 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე მოდის, 2 – ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე,1 – საპროცენტო შენატანებზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 116-ის განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ხოლო 1-ის შემთხვევაში განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად.
ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციის ვალდებულება 2019 წელს დაეკისრათ, რა დროსაც მათი რაოდენობა 11-ს შეადგენდა. ამ დროისთვის კი, ბაზარზე სესხის გამცემი 164 სუბიექტი ოპერირებს.