პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოიტალიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა - ერთადერთი გადარჩენილი 11 წლის გოგონაა

იტალიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა – ერთადერთი გადარჩენილი 11 წლის გოგონაა

მაშველებმა იტალიის სანაპიროსთან 11 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ზღვაში 3 დღის განმავლობაში მარტო იმყოფებოდა. როგორც ვარაუდობენ, ნავი იტალიის კუნძულ ლამპედუზასთაბ ჩაიძირა და მხოლოდ მოზარდი გადარჩა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

გოგონა, გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია CompassCollective-მა, ოთხშაბათს, დილის 3 საათზე გადაარჩინა. მათი განმარტებით, ისინი სხვა სამაშველო ოპერაციაზე მიდიოდნენ, როდესაც გოგონას ყვირილის ხმა გაიგეს.

”წარმოუდგენელი დამთხვევა იყო, ჩვენ გავიგეთ ბავშვის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ კატერის ძრავი მუშაობდა”, – განაცხადა კაპიტანმა მათიას ვიდენლუბერტმა პრესრელიზში, სადაც გოგონას გადარჩენაა აღწერილი.

გემი, რომელიც იტალიის სანაპიროსთან ჩაიძირა, ტუნისიდან იყო, ის შტორმში მოხვდა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. ორგანიზაციის ცნობით, გემზე ჩაძირვამდე 45-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

11 წლის გოგონას თქმით, ის სამი დღის განმავლობაში იყო წყალში ორი თვითნაკეთი სამაშველო პლატფორმით, რომელიც ჰაერით სავსე კამერებისა და უბრალო სამაშველო ჟილეტისგან იყო დამზადებული.

იგი სასმელი წყლისა და საკვების გარეშე გადარჩა და მიუხედავად ჰიპოთერმიისა, ადეკვატურად რეაგირებდა.

  მნიშვნელოვანი სიახლე: ჩინური HQ-9BE საზენიტო სარაკეტო კომპლექსები ახლა პაკისტანის შეიარაღებაშია, რაც ინდოეთს ახალ საფრთხეს უქმნის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი