სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:

„12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. 10 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სინოპტიკოსები-მოსახლეო-7/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi