დაკავებულია ე.წ „კანონიერი ქურდის“, რევაზ ჭურაძის მკვლელობაში ბრალდებული 43 წლის ქალი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 2012 წელს მკვლელობისთვის იტალიაში 21 წელი მიუსაჯეს და 100 ყველაზე საშიშ გაქცეულს შორისაა, თურქეთში დააკავეს და იტალიაში გადასცეს.

იტალიის პოლიციის მიერ შაბათ-კვირას გაკეთებული განცხადების თანახმად, 43 წლის მაკა ქატიბაშვილი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მაფიოზურ კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კერძოდ “კანონიერი ქურდების” ერთ-ერთ კლანთან.

ცნობილი გახდა, რომ ქათიბაშვილი იტალიისა და თურქეთის პოლიციის თანამშრომლობით დააკავეს და რომში გასულ პარასკევს ჩაიყვანეს.

ქატიბაშვილი 2012 წლის 6 იანვარს, სამხრეთ იტალიაში, ქალაქ ბარში, საქართველოს მოქალაქის, ე.წ “კანონიერი ქურდის”, რევაზ ჭურაძის მკვლელობაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. ადგილობრივი პრესა აცხადებს, რომ მკვლელობა მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის შედეგად მოხდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დაკავებულია ე.წ „კანონიერი ქურდის“, რევაზ ჭურაძის მკვლელობაში ბრალდებული 43 წლის ქალი. 9 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დაკავებულია-ე-წ-კანონიე/

  დიდი ხუთშაბათი – დღე, როცა ქრისტემ უკანასკნელი სერობა მოაწყო და თავმდაბლობის უდიდესი მაგალითი გვაჩვენა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi