ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი"ერთა ლიგაში" სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, "ბ" ლიგაში პირველად ვითამაშეთ...

“ერთა ლიგაში” სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ, “ბ” ლიგაში პირველად ვითამაშეთ და თითოეულ მეტოქესთან ღირსეულად ვიასპარეზეთ” – ვილი სანიოლი ჩეხეთთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩეხეთთან გამართული მატჩი შეაფასა, სადაც საქართველო 2:1 დამარცხდა.

სანიოლის განმარტებით, როდესაც ჩეხეთის დონის გუნდთან ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, რთულია თამაშის მიმდინარეობის შეცვლა.

“პირველი ტაიმი შესაბამის დონეზე არ ჩაგვიტარებია. იყო ტექნიკური ხარვეზები, გვაკლდა აგრესიულობა. როდესაც ასეთი დონის გუნდთან ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, რთულია თამაშის მიმდინარეობის შეცვლა. ვეცადეთ, გამოვიყენეთ სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი, თამაშში ბევრი შემტევი ფეხბურთელი ჩაერთო, თუმცა ვერ შევძელით მატჩის გადარჩენა.

ერთა ლიგაში სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. “ბ” ლიგაში პირველად ვითამაშეთ და თითოეულ მეტოქესთან ღირსეულად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, თუ უმაღლეს საფეხურზე გვსურს ასვლა, არის გარკვეული დეტალები, რომელთა გაუმჯობესება გვმართებს. განსაკუთრებით, მატჩების სასტარტო წუთები, რადგან ბოლო პერიოდში ეს პრობლემა იყო ჩვენთვის. გვაკლდა კონცენტრაცია. თუმცა, სწორედ ეს არის სხვაობა ჩვენსა და უმაღლესი დონის გუნდებს შორის. სწორედ ეს დეტალებია, რაც გამარჯვების უფრო მეტ შანსს მოგვცემს. ამაზე უნდა ვიმუშაოთ მომავალში, რადგან შესანიშნავი განვითარება გვაქვს და გვსურს, რომ მეტისთვის ვიბრძოლოთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს. მეტი უნდა ვიშრომოთ, რომ მომავალში წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ”, – განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. წლის დასკვნით შეხვედრაში, ჩვენი გუნდი ჩეხეთის ნაკრებთან, ოლომოუცში, მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.

მასალის გამოყენების პირობები
  რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი