ოთხშაბათი, ნოემბერი 20, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო ”პოზიტივის” დღის ამბები 20 ნოემბერი

რადიო ”პოზიტივის” დღის ამბები 20 ნოემბერი

დღის ამბები პოზიტივზე

ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები იმართება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სექტორის საჭიროებები მოისმინეს და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

….

მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დაშლისას დაშავებული, პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნიკა კვიტატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურის განცხადევით, კვიტატიანი თავს კარგად გრძნობს და მალე ამერიკულ ჰოსპიტალს დატოვებს. რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებულებს, პრესსამსახურის ინფორმაციით, მათი პარტიის სამი წევრი ამ დრომდე პოლიციის შენობაში რჩება.

….

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.  ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხება მცხეთის რაიონის სოფლებს, დუშეთის რაიონის სოფლებს, სოფელ გლდანსა და ავჭალას. დღეს, 19 ნოემბერს 11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში.  14:55-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში და ავჭალის მასივში;  11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში.  სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”.

….

ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ასეთ რამეს კადრულობენ და პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით ასევე ბოთლებს ისროდნენ და მათ საღებავს ასხამდნენ. მან აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში სამხრე კამერების ჩანაწერებს აუცილებლად წარადგენს.

….

ისრაელმა აღმოაჩინა, რომ „ჰეზბოლას“ ლიბანში რუსული წარმოების შეიარაღების დიდი მარაგი აქვს. არსებული იარაღის ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, „ჰეზბოლას“ ხელში სირიაში არსებული რუსული საწყობებიდან მოხვდა. ეს კი ადასტურებს ისრაელის ეჭვებს, რომ „ჰეზბოლა“ თავის საბრძოლო პოტენციალს, თანამედროვე რუსული შეიარაღების დახმარებით აძლიერებს. სირიელი და არაბი მაღალჩინოსნების თქმით, ზოგიერთი იარაღი, მათ შორის თანამედროვე „კორნეტის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ბოლო წლებში სამხრეთ ლიბანში სირიიდან, უფრო კონკრეტულად კი, რუსული საწყობებიდან გაიგზავნა.

….

შინაგან საქმეთა სამინისტრს განცხადებით, დღეს დილას, აქციაზე, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, მათგან 3                    ხელ-წერილით გაათავისუფლეს.  ჭავჭავაძის მელიქიშვილისა და ვარაზის-ხევის კვეთაზე მშვიდობიანი მომიტინგეები საპოლიციო ძალებმა 19 ნოემბრის დილას დაარბიეს. აქციის მონაწილეებმა დარბევის შემდეგ მელიქიშვილზე გადაინაცვლეს სადაც პოლიციამ მათზე იძალადა და რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

….

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, სარჩელის შეტანა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ აქვთ. მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა აღნიშნულ სამართლებრივ გზას იმიტომ მიმართა, რომ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას.  პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია. ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს.

….

სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში – აცხადებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მედიის წარმომადგენელების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საიას წერს “მთავარი არხის” ოპერატორის მიმართ ძალადობასა და გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალიტის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ.

….

დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRI) 19 ნოემბრის დილას საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას ეხმიანება და წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად. დემოკრატიის კვლევის ცენტრი შსს-ს მოუწოდებს დაბრუნდეს კანონის ჩარჩოებში; ხელი არ შეუშალოს აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვაში; მისცეს მედიას და ადვოკატებს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მომავალში დადგეს აქციის დაშლის უკანონო ბრძანების გამცემი პირის პასუხისმგებლობა.

….

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები განცხადებებს ავრცელებენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც საჭირო იქნება. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-1000 დღესთან დაკავშირებით დღეს ევროპარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზედაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტარებს მიმართავს.

….

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავარიული მრავალ-ბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-4 კვარტალში ხორციელდება. მალე N6 კორპუსის მობინადრეები იმავე მისამართზე, ახალ საცხოვრებელ სახლში იცხოვრებენ. მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კალაძის თქმით, კონკრეტულ მისამართზე მიმდინარე პროექტი 2026 წელს დასრულდება.

….

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავარიული მრავალ-ბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-4 კვარტალში ხორციელდება. მალე N6 კორპუსის მობინადრეები იმავე მისამართზე, ახალ საცხოვრებელ სახლში იცხოვრებენ. მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კალაძის თქმით, კონკრეტულ მისამართზე მიმდინარე პროექტი 2026 წელს დასრულდება.

….

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ სსიპ „სამეცნიერო კვლევითი ერთეულებისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთ კვლევით დაწესებულებებში მიმდინარე კვლევებზე და მათი კომერციალიზაციის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

….

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუმ“ რეგიონში მცხოვრები ტრენერების მომზადების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის 11-13 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის 18-მა წარმომადგენელმა სპეციალური ტრენერთა ტრენინგი გაიარა. მონაწილეები სამი დღის განმავლობაში გაეცნენ ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სასწავლო პროცესის წარმართვის ტექნიკებსა და მეთოდოლოგიებს, ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში.

….

ადვოკატ ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ალექსანდრე ქავთარაძეს სამართალდამცავებმა დაკავების შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ქავთარაძე ლონდარიძემ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. როგორც ლონდარიძე აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ქავთარაძე პოლიციის მანქანაში ჩასვეს, მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი სახეში გაარტყეს. ლონდარიძე და სხვა ადვოკატები დანარჩენ დაკავებულებს სხვადასხვა დროის ინტერვალში შეხვდებიან.

….

უკრაინისთვის ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მიცემით, ჯო ბაიდენი  მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ცდილობს. დონალდ ტრამპის მიერ შერჩეული აშშ-ის გენერალური პროკურორობის კანდიდატი მეთ გეიტცი აცხადებს იმას, რისი თქმაც ყველას ეშინია, რომ უკრაინის ომი არის „ფულის გათეთრება“. საინფორმაციო საშუალებას მოჰყავს მეთ გეიტცის სიტყვები, რომ აშშ ჩართულია უკრაინაში, რადგან ავღანეთის ომი დასრულდა.  ცნობისთვის,  ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.

….

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს, ფერმერის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები 30 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გაიმართება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 12:00 საათზე, მე-6 პავილიონში აგრო-ბაზრობა გაიხსნება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მოწვეული სტუმრები დაათვალიერებენ.

….

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს დღეს, 19:00 საათზე გააცნობს. „სრული მობილიზება მელიქიშვილზე და შემდგომ საინტერესო ნაბიჯსაც გაგაცნობთ”, – წერს გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი ლიდერები საზოგადოებას მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

….

უკრაინელო მეგობრებო, 1 000 დღეა, რაც თქვენ თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცავად იბრძვით და თქვენ აწარმოებთ ამ ბრძოლას ყველა ევროპელის სახელით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლების დაცვა რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის მცდელობისგან, დაიმორჩილოს და ანექსია მოახდინოს სხვების, მეზობლების ტერიტორიებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიდეო მიმართვაშია აღნიშნული. მისი თქმით, შესაძლოა, დამთხვევაა ის ფაქტი, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან რუსეთის კიდევ ერთ მცდელობას, გადადგას ახალი ნაბიჯები აფხაზეთის ანექსიისკენ.

….

მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს უნდა დაუბრუნდეს. „მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მათ შორის თავის ამბიციებს, რომ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს, მაგრამ მოდით, დღეს  საქართველოზე ბევრს ნუ ვისაუბრებთ, ძალიან ბევრი სხვა საკითხია“, – განაცხადა მარკ რუტემ.

….

ბალტიის ზღვაში საკომუნიკაციო სადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსია იყოს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მისივე თქმით, არავის სჯერა, რომ სადენები შემთხვევით დაზიანდა. ცნობისთვის, ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენი დაზიანდა, მათგან ერთი შვედეთსა და ლიეტუვას, ხოლო მეორე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს. შვედეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ შემთხვევას შესაბამისი ორგანოები იძიებენ. მომხდართან დაკავშირებით ფინეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ საქმე შესაძლოა „ჰიბრიდულ ომს“ ეხებოდეს.

….

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“, „ნინოწმინდა“ და „ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში – 38 260 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

….

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით იანვარ-ოქტომბერში ნავთობის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 24,2 მლნ ტონამდე დაეცა.ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებში წერია. აღნიშნულ პერიოდში ბთჯ-ის მილსადენით გადაზიდული ტრანზიტული ნავთობის მოცულობა წლიური თვალსაზრისით 4,270 მლნ ტონიდან 4,475 მლნ ტონამდე გაიზარდა.  ბთჯ-ის მილსადენით გადაზიდული ნავთობის მთლიან მოცულობაში მხოლოდ აზერბაიჯანის წილი 75,3%-ია, რამაც მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 32,1 მლნ ტონა შეადგინა. აზერბაიჯანის გარდა, ბთჯ-ის მილსადენით ნავთობის ექსპორტს ყაზახეთი და თურქმენეთი ეწევა.

….

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ციფრული სწავლებისთვის უკვე ყველა პირობაა შექმნილი და მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, ქართული ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტით ისარგებლონ. მათივე ცნობით, პენიტენციურ სისტემაში, ეს რიგით მე-6 „ციფრული უნივერსიტეტია“, რომელიც მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში; ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი, ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.

….

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.46 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 20.6%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, აეროპორტებმა ჯამში მიიღო 1.21 მილიონი მგზავრი (21.2%-ით მეტი), ხოლო გაემგზავრა 1.24 მილიონი მგზავრი (20.1%-ით მეტი). „მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.7% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 9.4 ათასი შეადგინა, რაც 15.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.  „საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 6.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 12% – გაგზავნილი. 2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 89.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

….

რუსეთში ალკოჰოლის საცალო გაყიდვებმა 2017 წლიდან დაწყებული ოფიციალური სტატისტიკის ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია.  კერძოდ, მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით რუსებმა 184,2 მლნ დეცილიტრი (1dl=10 ლიტრს) ალკოჰოლური სასმელი შეიძინეს, რაც, წინა წელთან შედარებით, 0,8%-ით, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია. რეკორდული მაჩვენებელი არყის გაყიდვებმა დააფიქსირა. სულ რაღაც ათ თვეში ამ სასმლის 62,5 მლნ დეცილიტრი გაიყიდა, რაც 2017 წელს დაფიქსირებულ 54,2 მლნ დეცილიტრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ეს მოცულობა ოდნავ მეტია 2022 წლის იმავე პერიოდში გაყიდული არყის რაოდენობაზე.

 

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

 

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

3 საუკეთესო სამოგზაურო მარშრუტი ხორვატიის დასათვალიერებლად

19 November, 2024
როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ მეტყველება არ დაუგვიანდეს

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ მეტყველება არ დაუგვიანდეს

ნოემბერი 20, 2024
საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

საუკეთესო თბილი ფერები საძინებლისთვის – კომფორტისა და სიმშვიდის შესაქმნელად

ნოემბერი 20, 2024
 როგორ იქმნება ქვიშისგან ფოლადი

 როგორ იქმნება ქვიშისგან ფოლადი

ნოემბერი 20, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები

ეროვნული ბიბლიოთეკის „ვეფხისტყაოსნის“ კოლექცია – ფოტოები

ნოემბერი 20, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული თაფლი საერთაშორისო ბაზარზე

ქართული თაფლი საერთაშორისო ბაზარზე

ნოემბერი 20, 2024
როდის მოვრთოთ ნაძვის ხე

როდის მოვრთოთ ნაძვის ხე

ნოემბერი 20, 2024
აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა – გამოწვევები და პერსპექტივები

აშშ-ს ჯანდაცვის სისტემა – გამოწვევები და პერსპექტივები

20 ნოემბერი 2024
დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია – რა მოხდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამთენიისას

დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია – რა მოხდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამთენიისას

ნოემბერი 20, 2024
ხელოვნურმა ინტელექტმა ვიდეოთამაში შექმნა: Oasis — ახალი თაობის თამაში

ხელოვნურმა ინტელექტმა ვიდეოთამაში შექმნა: Oasis — ახალი თაობის თამაში

ნოემბერი 20, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი