პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოაფრიკელმა ექიმმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - რა გამოსახეს მსოფლიოს უდიდეს ნახატზე

აფრიკელმა ექიმმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა – რა გამოსახეს მსოფლიოს უდიდეს ნახატზე

ნიგერიელმა კაცმა, 31 წლის ფოლა დევიდ-ტოლარამმა შექმნა ნახატი სახელწოდებით “მრავალფეროვნების ერთიანობა” და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ნამუშევრის ფართობი 1,300 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.

წყალგაუმტარი მარკერებით შესრულებულ ნახატზე გამოსახულია ნიგერიის საზღვრების კონტურები, რომელშიც მოქცეულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის კულტურული იკონოგრაფია.

“ნიგერია მულტიკულტურული ერია. მინდოდა, შემექმნა ისეთი რამ, რაც ამას ასახავდა. ვიდრე ამ ნახატზე მუშაობას დავიწყებდი, ვიმოგზაურე ჩემს ქვეყანაში, რათა პირადად გაცნობოდი ამ განსხვავებულ კულტურებს და სწორედ ეს გამოცდილება მივიტანე სტადიონზე, ამ ნახატის შექმნისას”, – აცხადებს რეკორდის ავტორი.

  ტრამპი პუტინს სანქციებით ემუქრება, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი