შაბათი, ნოემბერი 16, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიტივის" დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები -გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთის რაიონის სოფლებსა და თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონებს შეეხება.

7 ნოემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში.

12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე, დიდ დიღომში და მიმდებარე სოფლებში;

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

****

„საქართველოს რკინიგზა” 16  და 17 ნოემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით  რეისებს ამატებს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რეისების დამატება გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მოხდება.

მატარებლების მოძრაობის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ ბილეთების გაყიდვის ნებისმიერ პლატფორმაზე.

****

ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ კრაკოვში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „EnoExpo 2024” ქართული ღვინის ხუთი მწარმოებელი მონაწილეობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „EnoExpo“, რომელიც უკვე 21-ედ იმართება, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენად ითვლება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ იმპორტიორებსა და ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით.

****

დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე სპეციალური სტენდით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია მონაწილეობს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე საქართველოში მარკეტინგული და მედია კამპანიების ჩატარება, პრესტურის ორგანიზება და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია განიხილება.

****

დონალდ ტრამპმა მიიღო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევა, შეხვდეს მას თეთრ სახლში ძალაუფლების გადაბარების პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, – ინფორმაციას The Associated Press-ი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

თარიღი, ჯერჯერობით, გამოცხადებული არ არის, მაგრამ დონალდ ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა განაცხადა, რომ შეხვედრა მალე გაიმართება. ამასთან, მისი თქმით, ტრამპმა ძალიან დააფასა ჯო ბაიდენის მხრიდან მილოცვა.

****

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს გაუგზავნა.

ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება, ლიდერები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და გაერო-ს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრებენ.

****

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები.

დღესვე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.

****

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო სარჩელების განხილვა გრძელდება. პროცესი გუშინ, 6 ნოემბერს, შუადღის ორი საათისთვის დაიწყო. უახლოეს დროში უნდა გახდეს ცნობილი, დარჩება თუ არა ძალაში თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება უბნების შედეგების გაბათილების შესახებ.

დადგენილება, რომლითაც თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში შემავალი რამდენიმე უბნის ელექტრონული შედეგები გაბათილდა, სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

****

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 27 ნოემბერს ყაზახეთს ეწვევა, – ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასტანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

თავის მხრივ, ლავროვმა აღნიშნა, რომ მხარეები „სერიოზულად ემზადებიან“ რუსეთის პრეზიდენტის 27 ნოემბერს დაგეგმილი ვიზიტისთვის.

****

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში, გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდგება.

****

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში 21 ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. WTM London-ზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ საუბრისას „ჯორჯიან ბასის“ წარმომადგენელი შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპელი ტურისტების მოსაზიდად გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

****

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, მწუხარებას გამოთქვამს ხანდაზმულთა სახლ „მუხრანის სავანეში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ბენეფიციარების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სახალხო დამცველი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ხანდაზმულთა დაწესებულებებში განთავსებულთა მოწყვლადობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებებში უსაფრთხოების პირობების მაღალი სტანდარტის დაცვა.

****

გერმანიის ფინანსთა მინისტრი იორგ კუკისი გახდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, იორგ კუკისი აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტიან ლინდნერს შეცვლის, რომელიც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თანამდებობიდან გადააყენა.

შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ოლაფ შოლცმა კრისტიან ლინდნერი გადააყენა.

****

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ყრილობის მსვლელობისას ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, წევრი კომპანიების წარმომადგენლებს 2019-2024 წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ასოციაციის ბოლო ხუთი წლის საქმიანობა, ამოცანები და მიღწევები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ყრილობა იმართება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, სადაც ხმათა უმრავლესობით ხდება კანდიდატების არჩევა.

****

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვა ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც ეხებოდა 150-მდე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას.

საქმე ეხება უბნებს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.

სააპელაციო სასამართლოში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, ჯამში, 26 საჩივარზე მიმდინარეობდა მსჯელობა.

****

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებმა სამხედრო ფიცი დადეს. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულების მონაწილეობით ცერემონია დიდგორის მემორიალთან გაიმართა.

სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, იუნკრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედროთა ხსოვნას.

გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც.

****

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Yonhap News Agency-ი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად,  დონალდ ტრამპი და იუნ სოკ იოლი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრის ადგილსა და თარიღს დანიშნავენ.

ამასთან, დაახლოებით 12 -წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს მხარეებმა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და გლობალური საკითხების შესახებ ისაუბრეს.

****

2024 წლის იანვარ-სექტემბერში ფულადსაკრედიტო სისტემასთან დაკავშირებული 243 დანაშაული გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, გასული წლის იმავე პერიოდში ამ ტიპის 388 დანაშაული აღინუსხა, რაც წლიურად 37.37%-იან შემცირებაზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფულადსაკრედიტო სისტემაში ჩადენილ დანაშაულებში ყველაზე დიდი წილი ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება-გასაღებას ეკავა და მისი რაოდენობა 93-ს შეადგინა.

****

მთავრობამ „ჰაერის კონდიციონერის ენერგო ეტიკეტირების წესების“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა რიგი ვალდებულებები, რაც ტექნიკის მიმწოდებლებს უჩნდებათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ კონდიციონერის შესახებ რეკლამაში ენერგოეფექტურობის კლასი უნდა მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ რეკლამა ენერგიასთან ან ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 31 დეკემბრიდან შედის.

****

ტაბახმელის მეოთხე სანგარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი, რომელსაც ხელს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაევალა, რომ შესაბამისი ღონისძიებები, განკარგულების გამოცემიდან 1 თვის ვადაში განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ ტაბახმელას მეოთხე სანგრის არქეოლოგიური შესწავლა, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მოხდა.

****

2024 წლის მესამე კვარტალში Airbnb-ის საშუალებით თბილისში დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა წლიურად 5.8%-ით გაიზარდა და 195.4 ათასი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაში.

გარდა დედაქალაქისა, აღნიშნული პლატფორმით ჯავშნები გაიზარდა ბათუმშიც. კერძოდ, მესამე კვარტალში ბათუმში სულ 168.6 ათასი ჯავშანი გაკეთდა, რაც წლიურად 24.6%-იან ზრდაზე მიანიშნებს.

****

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, Tesla-ს აქციები თითქმის 12%-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ერთი აქციის ღირებულება 281.16 დოლარს შეადგენს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კი ფასი 251.44 დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ამ დროისთვის კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 807 მლრდ დოლარს შეადგენს.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

როგორ გავატაროთ 5 დღე ტაილანდში და მის კუნძულებზე

14 November, 2024
ექიმები პაციენტებს ხშირად აშორებენ „უსარგებლო” ორგანოს, რომელიც რეალურად კიბოს ებრძვის

ექიმები პაციენტებს ხშირად აშორებენ „უსარგებლო” ორგანოს, რომელიც რეალურად კიბოს ებრძვის

ნოემბერი 15, 2024
მცირე ფორმატის ფილები აბაზანაში — 3 შთამაგონებელი იდეა

მცირე ფორმატის ფილები აბაზანაში — 3 შთამაგონებელი იდეა

ნოემბერი 15, 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

VIDEO: ,,მიუხედავად იმისა, რომ შვილმკვდარი დედა ვარ, ამაზე ცუდი სამი წელი არ მქონია.”- მაია ასათიანი

14 ნოემბერი 2024
ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

ნოემბერი 15, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

როგორ მოვამზადოთ მარტივი და გემრიელი სადილი

ნოემბერი 15, 2024
მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

მიცერალური წყალი და მისი მნიშვნელობა სახის კანის მოვლასა და გასუფთავებაში

ნოემბერი 15, 2024
ტრიუმფალური თაღი – პარიზის ანტიკური სტილის არქიტექტურა

ტრიუმფალური თაღი – პარიზის ანტიკური სტილის არქიტექტურა

15 ნოემბერი 2024
გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა – სამუშაოები ავჭალაში დასრულდა

გლდანის რაიონს კიდევ ერთი სკვერი შეემატა – სამუშაოები ავჭალაში დასრულდა

ნოემბერი 15, 2024
რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Aviafy

რას სთავაზობს მომხმარებელს სტარტაპი Aviafy

ნოემბერი 15, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი