„როდესაც ერთ ფარატინა ფურცელზე დაწერილმა ჩემი შვილის მძიმე დიაგნოზმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება და სულიერი სიმშვიდე წამართვა, გულში მხოლოდ იმედი და უფლის რწმენა ჩავისახლე, დანარჩენს ინსტინქტებით მივყვებოდი, თქვენი გვერდში დგომით კი მივიღეთ შედეგი, რომ დღეს ვთქვა ,,ჩემი ნინიკო სრულიად ჯანმრთელია!“, – ამბობს 5 წლის ნინიკო ბიწაძის დედა, ანა საღირაშვილი და შვილის გამოჯანმრთელების შესახებ სასიხარულო და ემოციურ ისტორიას გვიზიარებს.
როგორც რადიო „ფორტუნას“ ანა საღირაშვილმა უთხრა, შვილს ლეიკემიის დიაგნოზი ორი წლის წინ დაუსვეს. ბავშვის დედას უთხრეს, რომ საზღვარგარეთ წაყვანას აზრი არ ჰქონდა, რადგან ბავშვის სიცოცხლეს ვერ გადაარჩენდნენ.
ანას თქმით, შვილის მძიმე დიაგნოზმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, თუმცა ბევრი ბრძოლის, გათენებული ღამეების და ახლობლების თანადგომით, პატარა ნინიკო სამკურნალოდ საფრანგეთში გადაიყვანეს, გუშინ კი მედიკოსებისგან სასიხარულო ამბავი შეიტყვეს, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია და რომ მან ლეიკემია დაამარცხა:
„მზად ვარ, ყველას მოვუყვე ამ გამარჯვებაზე, რათა სხვისთვის იყოს სტიმული, რომ არასოდეს დანებდეს“ – ამბობს ანა საღირაშვილი „ფორტუნასთან“.
ანა საღირაშვილმა სასიხარულო ინფორმაცია, სოციალურ ქსელ „ფეისბუკშიც“ გააზიარა:
„მადლობა უფალს! დღევანდელი დღისთვის და ჩემი განსაცდელის მშვიდობიანად დასრულებისთვის! ზუსტად 2 წელია ველოდები ამ ბედნიერ დღეს, როდესაც მე თქვენ გაგიზიარებდით ჩემს სიხარულს და მოგიყვებოდით ,,სიცოცხლეზე“ გამარჯვების ისტორიას!
როდესაც ერთ ფარატინა ფურცელზე დაწერილმა, ჩემი შვილის მძიმე დიაგნოზმა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება და სულიერი სიმშვიდე წამართვა, გულში მხოლოდ იმედი და უფლის რწმენა ჩავისახლე, დანარჩენს ინსტინქტებით მივყვებოდი,თქვენი გვერდში დგომით კი ეს შედეგი მივიღეთ, რომ დღეს ვთქვა ,,ჩემი ნინიკო სრულიად ჯანმრთელია!“ ნახეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები