ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა არის სახლში ყველაზე დიდი რისკის მატარებელი და რატომ - "თბილისი ენერჯის"...

რა არის სახლში ყველაზე დიდი რისკის მატარებელი და რატომ – “თბილისი ენერჯის” წარმომადგენელი გიორგი ლეფსვერიძე მოსახლეობას აფრთხილებს

“თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე გადაცემაში “იმედის დილა” საუბრობს უსაფრთხოების წესებზე და ხალხს რეკომენდაციებს უზიარებს:

“გათბობის ჩართვის სეზონი დაიწყო. პირველი, რასაც უკვე მრავალი წელია, ვაჟღერებთ, სანამ გათბობას ჩავრთავთ, გაჟონვაზე კარგად უნდა იყოს შემოწმებული. ყველა ჩვენს აბონენტს შემიძლია, შევთავაზო მომსახურება, რომელიც სრულიად უფასოა. თუ მათ აინტერესებთ, რა მდგომარეობაშია ამ მომენტში გამათბობლები, გაზის ქსელი, შეუძლიათ, დარეკონ 2 40 40 04, მოითხოვონ შემოწმება, ჩვენი ბრიგადები მაქსიმუმ 1-2 დღის განმავლობაში ადგილზე მივლენ, მათ ქსელს, დანადგარების მდგომარეობას შეამოწმებენ, მისცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და მერე თავისუფლად შეეძლებათ, კონკრეტული გამათბობლები გამოიყენონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს მომსახურება სრულიად უფასოა. ყველაფერს შევამოწმებთ – რამდენად სწორადაა დანადგარი დაყენებული, ხომ არ ირღვევა არსებული სტანდარტი, ხომ არ არის გაჟონვის რისკი და ასე შემდეგ. შეგიძლიათ, დარეკოთ, მოვალთ და შევამოწმებთ.

ყველაზე დიდი რისკის მატარებელი სახლში ღია წვის კამერიანი გამათბობლები, წყალგამაცხელებლებია, რომელთა მონტაჟიც ადრე თვითნებურად ხდებოდა. ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანიის პირველადი მიზანი არა მარტო პიარ კამპანია, არამედ ადგილზე მისვლა და დანადგარების ჩახსნა იყო. ათიათასობით ასეთი დანადგარი იყო სახლებში.

ორი ტიპის გამათბობელი გვაქვს – ეს არის ღია წვის კამერით და დახურული. გაზი რომ იწვება, ჟანგბადი სჭირდება. როდესაც ღია წვის გამათბობელს ან წყალგამაცხელებელს აყენებთ, ის დანადგარი ჟანგბადს თქვენი საცხოვრებლიდან გაცლით – მისაღები ოთახიდან, სამზარეულოდან და ასე შემდეგ.

დახურული წვის კამერიანი, მაგალითად, გათბობის ქვაბები, კარმის ტიპის გამათბობლები, ჟანგბადს გარედან იღებენ და ნამწვს გარეთვე გატყორცნიან. განსხვავებით, ღია წვის კამერიანი გამათბობლებისა, რომელიც ჟანგბადს სათავსოდან გაცლით. ხშირ შემთხვევაში, განიავებაც არ შველის. როდესაც ჟანგბადი გაიშვიათდება და შესაბამისი რეაქცია აღარ ხდება, ნახშირჟანგი გამოიყოფა. როდესაც ნახშირჟანგი დახურულ სივრცეში თუნდაც 1% დაგროვდება, დანარჩენი 99% ჟანგბადი რომ იყოს, ნებისმიერი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ადამიანის გარდაცვალებას მაქსიმუმ 2 წუთში იწვევს. ნახშირჟანგი ძლიერ მომწამვლელი აირია და ძლიერ ინტოქსიკაციაც იწვევს.

  თბილისიდან ატირაუს მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყო — რა სიხშირით იფრენს Air Astana

ღია წვის კამერიანი დანადგარების დახურულ სივრცეში დაყენება არ შეიძლება. შენობის გარეთ, გარე კედელზე არანაირი პრობლემა არ არის.

როდესაც გამათბობელს ან გაზზე მომუშავე ნებისმიერ დანადგარს ამონტაჟებთ, იქამდე გაზსადენი უნდა მივიდეს. გაზსადენის თვითნებური მონტაჟი არ შეიძლება. ამიტომ, მოქალაქემ უნდა მოგვმართოს, ონლაინ მოგვწეროს Te.ge-ზე, გვეწვიოს ოფისში, მოითხოვოს პროექტში კორექტირება. საუბარი არსებულ აბონენტებზე მაქვს, რომლებმაც გადაწყვიტეს, დაამატონ ან შეცვალონ დანადგარი. შესაბამისად, ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე მისვლის შედეგად, ურჩევენ, სად დაამონტაჟონ დანადგარი, მისცემენ შესაბამის რეკომენდაციებს, შედგება პროექტი და იქ, სადაც აღნიშნულ გამათბობელს იყიდის, მათი მხრიდან მოხდება მონტაჟი. ჩვენ ვამონტაჟებთ გაზსადენს.

ვისაც სახლში გათბობის ქვაბი აქვს, მისი ხშირად ჩართვა და გამორთვა რეკომენდებული არ არის. როდესაც სახლს რამდენიმე დღით ტოვებთ, ონკანები აუცილებლად გადაკეტეთ, რათა თავი გაჟონვისაგან დაიცვათ . ასევე, ყოველთვის მოვუწოდებთ ჩვენს აბონენტებს, რომ გაზის გაჟონვის დეტექტორი დაამონტაჟონ. ასე აღარაფრის შეგვეშინდება. დეტექტორი 24 საათი ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს. მისი მუშაობის პრინციპია, თუ მოხდა გაჟონვა და იგრძნო დეტექტორმა, თქვენს ბინაში გაზის მოწოდება ავტომატურად წყდება. ყველაფრისგან დაზღვეული ხართ” – განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.