ქართველი პარასპორტსმენი ანა ჯაფარიძე, რომელმაც პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საზოგადოებამ მალე შეიყვარა.
19 წლის ანა მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო.
ანა ჯაფარიძე გადაცემა „პრაიმ-შოუს“ სტუმრობდა, სადაც მან გაიხსენა, ცხოვრების რთული გზა.
„16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა. ხელი საწარმოო უთოში დამეწვა და ერთი კვირის მანძილზე მაკვირდებოდნენ, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა. დედაჩემის ძალიან დიდი ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება. აქტიური ბავშვი ვიყავი, ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვებზე დავდიოდი. ფიზიკური აქტივობა უცხო არ იყო ჩემთვის. ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი” – ამბობს ანა.
მასალის გამოყენების პირობები