პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო "პოზიტივის" დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები –

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მთავრობის შესაბამის დადგენილებას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 23 ოქტომბერს მოაწერა.

დოკუმენტით ზუსტდება ის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ობიექტების ჩამონათვალშია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა.

***

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ისრაელში გახსნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

როგორც ცესკოს განცხადებაში წერია, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრისთვის.

***

2022 წლიდან მიმდინარე წლის 8 ოქტომბრამდე თბილისის მერიამ, ბინა უსახლკაროს სტატუსის მქონე, ჯამში, 120 ოჯახს გადასცა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წელს შეძენილია 56 ერთეული უძრავი ქონება, 2023 წელს 38 ერთეული უძრავი ქონება და 2024 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეძენილია 26 ერთეული უძრავი ქონება.

დოკუმენტის მიხედვით, უსახლკარო პირთა თავშესაფრით დაკმაყოფილების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გამოყოფილია (ხუთი მილიონი) ლარი.

***

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათა-შორისი კომისია განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებით, უწყებათა-შორისი კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით გაავრცელონ კონკრეტული ფაქტებით გამყარებული ინფორმაცია, ნაცვლად ზოგადი და ბუნდოვანი შინაარსის მქონე განცხადებებისა.

***

ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარე და მისი მოადგილე „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“  სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული საქმიანობების შესახებ. შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დელეგაციის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით.

***

ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც გვაქვს წყალმომარაგების და წყალა-რინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან მიმართებაში. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შედეგად, 350 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს 24 – საათიანი წყალმომარაგებით და ეს ტემპი გრძელდება ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით.

***

ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც გვაქვს წყალმომარაგების და წყალა-რინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან მიმართებაში. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შედეგად, 350 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს 24 – საათიანი წყალმომარაგებით და ეს ტემპი გრძელდება ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით.

***

მოსამართლეები თითქმის ყველა შემთხვევაში იზიარებდნენ ცესკო-ს ან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პოზიციას. არსებობს მაგალითები, როდესაც სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა მხარის ძირითად არგუმენტზე, რაც კითხვებს აჩენს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით , – ამის შესახებ “საქართველოს სასამართლოს გუშაგის” მიერ სასამართლოებში წინასაარჩევნო დავების განხილვის პროცესის დაკვირვების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

 

გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში მოსამართლე თანასწორად არ ექცეოდა მხარეებს, უხეშად მიმართავდა, ან ყველა მხარეს თანაბარი ყურადღებით არ უსმენდა.

***

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ეუთოს სპეციალურ კოორდინატორს პასკალ ალიზარდის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილეს.

***

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში შაბათს უნდა ჩატარდეს, შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი კენჭისყრა, რომელიც განსაზღვრავს, ქვეყანა რუსეთისაკენ წავა თუ დასავლეთისკენ, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში: საქართველოს არჩევნები აიძულებს ამომრჩევლებს აირჩიონ მომავალი რუსეთთან ან მომავალი ევროპასთან, რომელსაც გამოცემა CNBC-ი აქვეყნებს.

„საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპებიდან უკან დახევის გამო ის პირდაპირ კონფლიქტში აღმოჩნდა ვაშინგტონთან და ევროკავშირთან, რომლებმაც დააწესეს სანქციები ქართველ ოფიციალურ პირების წინააღმდეგ და რის შედეგადაც, თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და მისი დაფინანსება გაიყინა.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

***

2024 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოდან ჯამში უცხო ქვეყნის 104 მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებშია აღნიშნული.

სტატისტიკის მიხედვით, ამათგან ყველაზე მეტი გაძევებული მოქალაქე, კერძოდ, 20% ირანზე მოდის, შემდეგია აზერბაიჯანი 17%-ით და თურქეთი – 13.4% -ით.

***

2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 8% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში , ისე კერძო სახლების სეგმენტში . თუმცა, წელს, საანგარიშო პერიოდში 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 7.5%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 9.7%-ით.

***

2024 წლის სექტემბერში 149 ათასი ადამიანის ხელფასი 600 ლარამდე იყო, ხოლო ამავე პერიოდში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა შემოსავალი 2400 ლარი და მეტი იყო, 28%-ი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.4%-ით მეტია.

ხოლო რაც შეეხება პირებს, რომელთა შემოსავალი სექტემბერში 9 600 ლარზე მეტი იყო, 2.3% შეადგინა, რაც 0.4%-ით მეტია 2023 წლის სექტემბერთან შედარებით.

2024 წლის სექტემბერში იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ყოველთვიურ ხელფასს იღებენ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.6%-ით გაიზარდა.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
თბილისში Di Meo-ს 2025 წლის კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში Di Meo-ს 2025 წლის კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი