ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარირადიორადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

დღის ამბები პოზიტივზე

დღის ამბები- მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

….

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეზღუდვა სოფელ დიღმის რამდენიმე ქუჩას შეეხება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს,  24 ოქტომბერს 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ბარათაშვილის, დიდგორის, ზემოუბნის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

….

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს 2025 წლის ბოლომდე შეეძლებათ სრულიად უფასოდ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ დრომდე აიზომა მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა მილიონი მიწის ნაკვეთი.

….

კორონავირუსის პანდემიის დროს კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები შემოწმების შედეგად. მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე – 20%-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება.

….

შეერთებული შტატები დღეს აცხადებს, რომ უკრაინას, „დიდი შვიდეულის“ პაკეტის ფარგლებში, სესხის სახით 20 მილიარდ აშშ დოლარს გამოვუყოფთ, რომელიც რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან მიღებული პროცენტით დაიფარება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, მან კიდევ  რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში ვერ გაიმარჯვებს.

….

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკას ატარებს. ერთ-ერთი პირი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილია, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მისვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. „ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა – ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა „დივაისი“. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა [მეუღლე]”, – წერს გიორგი ნონიაშვილი. ჩხრეკის შესახებ ასევე „ფეიბუქზე“ წერს „სტენდაფერი“ ონისე ცხადაძე. მისი თქმით, ჩხრეკა ჩატარდა მისი და მისი ძმის მიერ ნაქირავებ ფართში.

….

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკას ატარებს. ერთ-ერთი პირი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილია, რომელიც მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მისვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. „ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა – ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა „დივაისი“. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა [მეუღლე]”, – წერს გიორგი ნონიაშვილი. ჩხრეკის შესახებ ასევე „ფეიბუქზე“ წერს „სტენდაფერი“ ონისე ცხადაძე. მისი თქმით, ჩხრეკა ჩატარდა მისი და მისი ძმის მიერ ნაქირავებ ფართში.

….

25 ოქტომბერს გამოცხადებულ უქმე დღეს საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ ცენტრებში მდებარე იუსტიციის სახლის 33 ფილიალი იმუშავებს და მომხმარებელს მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებულ მომსახურებებს მიაწვდის. ინფორმაციას იუსტიციის სახლის პრესსამსახური ავრცელებს. „კერძოდ, 25 ოქტომბერს იუსტიციის სახლის ფილიალები გასცემენ მზა დოკუმენტებს: საქართველოს მოქალაქის პასპორტს, პირადობის მოწმობას; დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების მოწმობებს; განცხადების წარდგენის დღესვე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მიღება შესაძლებელი იქნება თბილისის ცენტრალური, თბილისის გლდანის, თბილისის ვარკეთილის, რუსთავის,  ბათუმის №1 და ბათუმის №2 და ქუთაისის იუსტიციის სახლებში; იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ; ქორწინების სახლები 25 ოქტომბერს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

….

მალაიზიის ქალაქ კუალა ლუმპურში, ICAO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჰონგ კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის. ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების პროექტი განიხილეს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება, ამასთან, საქართველოსა და ჰონგ კონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა. მემორანდუმის თანახმად, ქართულ და ჰონგკონგურ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლამდე რეგულარული სამგზავრო და სატვირთო ფრენები განახორციელონ საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ტევადობის, სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპის შეუზღუდავად.

….

ინდური ავიაკომპანია Vistara-ს საბორტო ჟურნალი მგზავრებსა და გამოცემის ონლაინ მკითხველებს საქართველოში დასვენებას ურჩევს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ჟურნალის წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტურის ფარგლებში უმასპინძლა და საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო. სტატიაში საოჯახო დასვენებისთვის მსოფლიოს შვიდი საუკეთესო მიმართულებაა წარმოდგენილი.  თბილისი შემდეგ მიმართულებებს შორისაა: ლოს-ანჯელესი (აშშ), სინგაპური, მიუნხენი (გერმანია) პარო (ბჰუტანი), ოკავანგო დელტა (ბოტსვანა) და ჯაისამლერი (ინდოეთი). თბილისზე საუბრის დასაწყისში, ჟურნალისტები ტაძრებს, ქვაფენილიან ქუჩებსა და მიმზიდველ კაფეებს ქალაქის იდენტობის ნაწილად მიიჩნევენ. ავტორები მკითხველს უზიარებენ საინტერესო მარშრუტებს: „ბავშვიან წყვილებს შეუძლიათ  ანჩისხატის ტაძრიდან დაიწყონ ფეხით სეირნობა, გაიარონ გუდიაშვილის მოედანი და სიყვარულის ხიდამდე მივიდნენ“,- ვკითხულობთ სტატიაში.

….

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მისივე თქმით, კამალა ჰარისი ხედავს, რომ ის ამ არჩევნებს აგებს და თანაც ძალიან მწარედ. „ის სულ უფრო და უფრო ამძაფრებს რიტორიკას, იქამდეც კი მივიდა, რომ მე ადოლფ ჰიტლერს მადარებს და ყველაფერს სხვას, რაც მის დამახინჯებულ გონებაში მოდის“, – წერს ტრამპი.  ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ამომრჩეველი ზრუნავს, ქვეყანას დიქტატორისა და ფაშისტის თაყვანისმცემელი არ ჰყავდეს. ჰარისმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი საშიშია.

….

მაღალი ხარისხის და მაღალკვალიფიციური სერვისის მიწოდებას რაც შეეხება, საუბარია კლინიკებისთვის მეტი შესაძლებლობების მინიჭებაზე, რომ ჰქონდეთ სამედიცინო სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდების საშუალება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მთავრობის სხდომაზე საუბარი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის შესახებ.

….

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიის Concentrix-ის საქართველოს ოფისში ჩხრეკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “სამართალდამცავების პრეროგატივაა გაარკვიონ, რა ხდება”. ამასთან, დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ შემოწმების შემდეგ გაირკვევა, რომ კომპანია არალეგალურ საქმიანობას არ ეწევა. თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან. შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდა კომპანიის იურისტი.  Concentrix Georgia კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს საზღვარგარეთ კონსულტაციებს უწევს. ის SYNEX Coorporation-ის შვილობილი კომპანიაა. Concentrix აშშ-ში 500 უმსხვილესი კომპანიის სიაში შედის.  მოდით, დაელოდეთ გამოძიებას, ეს ინფორმაცია, საზოგადოებისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას.

….

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X’’-ში წერს. მთავრობის მეთაური უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ერდოღანს და მამაც თურქ ხალხს. „ამ უაღრესად რთულ დროს ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს და მამაც თურქ ხალხს. გისურვებთ სიმტკიცეს, ერთობას და მშვიდობას ამ ტრაგედიის შედეგებთან საბრძოლველად. ვუცხადებ თანადგომას თითოეულ თქვენგანს“, – აღნიშნავს პრემიერი.

….

რუსეთის ქალაქ ყაზანში სამიტის ბოლო დღეს შეხვედრა „ბრიქს+/აუთრიჩის“ ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. შეხვედრაზე იმყოფებიან დსთ-ის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე განიხილება მსოფლიო საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური საკითხები: კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, მდგრადი განვითარება, სიღარიბის აღმოფხვრა, კლიმატის ცვლილების ადაპტაცია, ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაცვლა, ტერორიზმთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლა.

….

მათ, ვისაც სურთ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, ქვეყნის ისტორია არ იციან, ეს ილუზიური გათვლებია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა RICS-ის სამიტის დასკვნით შეხვედრაზე განაცხადა. „საერთოდ არ მალავენ მიზანს ჩვენს ქვეყანას სტრატეგიული მარცხი მიაყენონ, გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის ილუზიური გათვლები, რომელთა გაკეთება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც არ იცის რუსეთის ისტორია“, – განაცხადა პუტინმა. მისი მტკიცებით, უკრაინას რუსეთის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული საფრთხეების შესაქმნელად იყენებენ.

….

რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი       მრავალ-პრო-ფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი, სადაც ათასობით ექიმი, თანამშრომელი იზრუნებს ჩვენი მოქალაქეებისა და არა მარტო მათ ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით,  სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, 100 000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება.

….

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის კორიფეს და ერთ-ერთ ფუძემდებელს შალვა ამირანაშვილს დაბადებიდან 125 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საიუბილეო სხდომა გაიმართა, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.

….

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტლის მე-12 კორპუსის მობინადრეებს დღეს ახალი სახლის გასაღები გადაეცათ. მათ სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც პროგრამის მიზანზე და წინაპირობებზე ისაუბრა.  ამ 36 ოჯახიდან დღეს 25 ოჯახს გადავცემთ მოწესრიგებულ, გარემონტებულ ბინებს და მომდევნო ერთი თვის განმავლობაში დანარჩენებიც მიიღებენ თავიანთ საცხოვრებლებს, მოწესრიგებულს და რემონტით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

….

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური გაეცნო ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ტექნიკურ შესაძლებლობებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

….

ანკარაში ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანიაზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ სტამბოლის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას. კერძოდ, სტამბოლისა და საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტებში შესასვლელებსა და გასასვლელებში ამოწმებენ მანქანებს, გამკაცრდა მგზავრებისა და ბარგის შემოწმება. საბიჰა გიოქჩენის აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს აფრთხილებს, რომ ფრენამდე, სულ მცირე, სამი საათით ადრე გამოცხადდნენ ადგილზე, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი შემოწმების გამო რეისზე დაგვიანება.

….

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მიმართა. მისი განცხადებით, პორტალი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ერთ სივრცეში გაეცნოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას. „პორტალი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა 2024 წლის აღწერის მიზნები, ამოცანები და გამოყენებული მეთოდოლოგია. ასევე ვებ-პლატფორმა მოიცავს კითხვარებს, აღწერის სამართლებრივ საფუძვლებსა და სხვა საკითხებს. პორტალზე ჩაშენებულია თვითრეგისტრაციის ელექტრონული პლატფორმის ბმული, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გააქტიურდება. თვირეგისტრაციის მეთოდით, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, დამოუკიდებლად, ინტერვიუერის გარეშე, შეავსოს აღწერის ელექტრონული კითხვარი მისთვის სასურველ დროსა და სივრცეში. ელექტრონული კითხვარის შევსების შემდეგ მას მიენიჭება სპეციალური კოდი, რომელიც უნდა წარუდგინოს მასთან მისულ საქსტატის ინტერვიუერს. 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.

….

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამურად 18,8 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და 25,3 მილიონი ლარის ხარჯი გასწია – ჯამური ხარჯების 53% (13,3 მილიონი ლარი) “ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 8 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსების შესწავლის შედეგად კვლავ გამოიკვეთა “ქართული ოცნების“ მკვეთრი ფინანსური უპირატესობა სხვა პარტიებთან შედარებით. მათივე ინფორმაციით, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯებიდან – მმართველმა პარტიამ იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ ერთად აღებული (53%), რასაც განაპირობებდა წლის დასაწყისიდან მიღებული შემოწირულებების დიდი რაოდენობა (13.4 მლნ ლარი).

….

შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის №359 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2024 წლის 25 ოქტომბერს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებაზე არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები. 2024 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

….

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს თბილისში, წყნეთის გზატკეცილი N5-ში სასმელი წყლის მიწოდების საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებთან შეუსაბამობა და სემეკის მიერ დადგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. „კომპანიას დაევალა ჯარიმის სახით დაკისრებული 10 000 ლარის, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

….

მარნეულში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი „ერთობა“ ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დარბაზი აღჭურვილია სპორტული ინვენტარით და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.  „აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსის დამფუძნებელი და იდეის ავტორი ადგილობრივი გიორგი შუბითიძე გახლავთ, რომელმაც პროექტი საკუთარი სახსრებით განახორციელა. სპორტკომპლექსში, წრეები ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა, მწვრთნელების შრომის ანაზღაურებას კი მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უზრუნველყოფს. კომპლექსში, ვარჯიშები ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, კრივში, კიკბოქსინგსა და მძლეოსნობაში უკვე მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები ჰოროსკოპი და გემოვნებიანი მუსიკა მოისმინეთ რადიო „პოზიტივზე“ 104.3 Fm

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
მეცნიერებმა ღორის ტვინის აქტივობა ცირკულაციის შეწყვეტიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ ხელახლა გააცოცხლეს

მეცნიერებმა ღორის ტვინის აქტივობა ცირკულაციის შეწყვეტიდან თითქმის ერთი საათის შემდეგ ხელახლა გააცოცხლეს

ოქტომბერი 24, 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი