ახალი ჩატბოტი თქვენს 60 წლის ვერსიასთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

გიფიქრიათ, როგორი იქნებით 60 წლის ასაკში? ან მოგნდომებიათ თქვენს უფრო ასაკოვან ვერსიასთან გაესაუბრება?

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნეს ჩატბოტი, რომელიც თქვენს მომავალ “მესთან” დიალოგის საშუალებას გაძლევთ. ის ვიზუალურად ფოტოავატარის სახითაა წარმოდგენილი და ტექსტური საუბრისთვის მომხმარებლის მიერ წინასწარ მიწოდებულ ინფორმაციას იყენებს.

პროექტს Future You ეწოდება. ის ადამიანებს საშუალებს აძლევს, რომ მომავლის “მესგან” მნიშვნელოვანი რჩევები მიიღონ, თანაც თავიანთი შეხედულებებისა და გამოცდილებების მიხედვით. ინტერაქციული პლატფორმის ერთ-ერთი კომპონენტი სურათის მაგენერირებელი მოდელი StyleClip-ია. მას თქვენი ფოტო სჭირდება, რათა 60 წლის ვერსიის გამოსახულება შექმნას, ანუ მას ნაოჭები, ჭაღარა თმა და სხვა დეტალები დაუმატოს.

ფოტო: Future You, MIT

იმისთვის, რომ ჩატბოტისგან სათანადო პასუხები მიიღოთ, პირველ რიგში, ერთგვარი კითხვარი უნდა შეავსოთ. ეს მონაცემები სისტემას ეფექტიანი დიალოგის წარმართვაში დაეხმარება. კითხვები თქვენს მენტალურ მდგომარეობას, მიზნებს და სხვა პიროვნულ მახასიათებლებს ეხება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამ ინფორმაციას ენობრივი მოდელი GPT-3.5 ამუშავებს და “მომავლის მეხსიერების” არქიტექტურას ქმნის. ასევე, სისტემა სხვა ადამიანების გამოცდილებების, ურთიერთობებისა და კარიერის შესახებ მონაცემებზეა გაწვრთნილი. ამის მიუხედავად, ჩატბოტი კონკრეტულ პიროვნებას, კერძოდ კი კითხვებზე მის პასუხებს ერგება, რათა პერსონალიზებული შედეგები დააგენერიროს.

აღსანიშნავია, რომ ჩატბოტი მისი ტექსტების ნეგატიური ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად მომხმარებლებს მუდმივად ახსენებს, რომ რჩევებს კითხვარის მიხედვით იძლევა. ეს ნიშნავს, რომ ტექსტი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი გვიბრუნებს, მთლიანად ჩვენს პასუხებზეა დამოკიდებული.

მეცნიერებმა კვლევაც ჩაატარეს, რომელშიც 18-30 წლის ასაკის 344 ინგლისურენოვანი ადამიანი ჩაერთო. მათ თავიანთ მომავლის ვერსიებთან 10-30 წუთის განმავლობაში ისაუბრეს. მათივე თქმით, ამან შფოთვის შემსუბუქება და მოტივაციის გაზრდა განაპირობა. ასევე, მომავლის “მესთან” კავშირი განამტკიცა, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე ზემოქმედებს.

წყარო on.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ახალი ჩატბოტი თქვენს 60 წლის ვერსიასთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ. 15 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ახალი-ჩატბოტი-თქვენს-60-წლი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi