ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ქობულეთში, სოფელ ხუცუბანთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მიღებული ტრავმის შედეგად ქალია ადგილზე დაიღუპა, ხოლო ავტომობილში მასთან ერთად მჯდარი ორი პირი დაშავდა. დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავის 2-ს” განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ქობულეთში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. 14 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ქობულეთში-ავარიას-ახალგა/

  ლოს ანჯელესის ოლქში ევაკუაციის ბრძანება 88 000 ადამიანზეა გაცემული
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi