„სამეფო კარის თამაშების” რკინის ტახტი აუქციონზე გაიყიდა.
Heritage Auctions-ის ღონისძიებაზე 900-ზე მეტი ლოტი იყო წარმოდგენილი, მათ შორის აბჯრები, ხმლები, იარაღი, სამკაულები და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი ნივთი HBO-ს სერიალიდან
ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი სწორედ ის იყო, რისთვისაც რვა სეზონის განმავლობაში სერიალის გმირები იბრძოდნენ. ექვს წუთიანი აუქციონის შედეგად ტახტი 1,49 მილიონ დოლარად გაიყიდა.