ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები90-იანი წლების თბილისელი პრინცები - ლევან აბაშიძის, გეგა კობახიძისა და დუდუ დადიანის...

90-იანი წლების თბილისელი პრინცები – ლევან აბაშიძის, გეგა კობახიძისა და დუდუ დადიანის უცნობი ამბები

მათ საკუთარი ადგილი ჰქონდათ თაობის მეხსიერებაში, ყველა მათგანი იქცა ათწლეულის რომანტიკულ გმირად, რომელსაც ასაკი არ გააჩნია. “დაკარგული თაობა” – ამ ეპითეტით ახასიათებენ ხოლმე ბიჭებს, რომლებსაც დრო არ დააბერებს. ისინი მარად ახალგაზრდები იქნებიან.

ლევან აბაშიძე

ის მრავალი თაობისთვის იქცა ხელშეუხებელ ლეგენდად, კინოკარიერის მწვერვალზე მყოფმა მიატოვა განათებული გადასაღები მოედნები ( იმ პერიოდში სამ ფილმში იღებდნენ) უკვე მორგებული როლები, თაყვანისმცემელთა რიგები, ოჯახი და აფხაზეთში წავიდა ქვეყნის დასაცავად. მან იცოდა რომ მხოლოდ კინოს არ ეკუთვნოდა და მთავარი მოვალეობა სამშობლოს დაცვა იყო..

ლევან აბაშიძე 29 წლის იყო როდესაც ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის ომში..თავის თაობაში თითქმის ყველა გოგონა ოცნებობდა ლევანზე, ხშირად ხვდებოდა წარწერები კედლებზე, იყო ზარები სახლის ტელეფონზე.

როდესაც მსახიობი აფხაზეთიდან ჩამოასვენეს იმ ღამით მისი სახლის წინ, კედელზე წარწერა გაჩნდა: “ლევან, მიყვარხარ!”, მეორე ღამით ამ წარწერას გვერდით კიდევ ერთი წარწერა მიემატა: “ლევან მე უფრო მიყვარხარ..!”, ერთი დღის შემდეგ სხვა კედელზე ერთი წარწერაც მიემატა: “ლევან, მე ყველაზე ძალიან მიყვარხარ..” ასე გაგრძელდა წარწერები კედლებზე და დარჩა ლევან აბაშიძე მაყურებელთა მეხსიერებაში.

გეგა კობახიძე

მის შესახებ ბევრი უთქვამთ და ძალიან ბევრიც დაუწერიათ. გეგა კობახიძე ის ბიჭია, რომლის ნიჭიერებას, პიროვნულ თვისებებსა და რაინდულ თვისებებს ბევრი ადამიანი აღუფრთოვანებია.

მისი ცხოვრების საბედისწერო ნაბიჯი კი დედას, მსახიობ ნათელა მაჭავარიანს არასოდეს გაუმართლებია. ის თაობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, რომელსაც დრო ვერასდროს გაახუნებს.

ბოლო ფილმი, რომელიც ვერ დაამთავრა იყო თენგიზ აბულაძის ლეგენდარული :მონანიება, სადაც გეგა თორნიკე არავიძის როლს ასრულებდა. ფილმის გადაღება თვითმფრინავის გატაცებისას შეწყდა. მოგვიანებით ამ როლში მერაბ ნინიძე გადაიღეს.

” საოცრად ფანტაზიორი იყო, რაღაც ამბებს თხზავდა და ისე შთამბეჭდავად ჰყვებოდა. ძალაუნებურად იჯერებდი. მაინც ვფიქრობ ბევრ რამეში არ გაუმართლა. თუნდაც, ჩემი და მამამისის დაშორებამ ძალიან იმოქმედა, მაგრამ არასდროს უგრძნობინებია რამე.. იმასაც ვფიქრობ რომ გამართლებოდათ მაშინ და ამერიკაში გადასულიყვნენ, გეგა იქ ძალიან კარგი მსახიობი იქნებოდა..” – ნათელა მაჭავარიანი, გეგა კობახიძის დედა.

  "გაფრთხილდით, ხალხო! ნუ ენდობით!" - ანი გიუნტერი მიმართვას ავრცელებს

დუდუ დადიანი

კალათბურთელ დუდუ დადიანს 13 ნომრით იცნობენ, ყველგან სადაც ის ასპარეზობდა ამ ნომრით გამოდიოდა.

როგორც ჰყვებიან არისტოკრატიული გარეგნობის სპორტსმენი საოცარი თავმდაბლობითა და გულუბრყვილობით გამოირჩეოდა, თავგადასავლების მოყვარული დუდუ, ხიფათიან ამბებშიც ხშირად ეხვეოდა.

ერთხელ თურმე ნადირობით გატაცებულმა ლაშქრობის დროს მეგობართან ერთად შემთხვევით აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა მესაზღვრეებმა დააკავეს და რამდენიმე დღე იმამ იმამ შამილის კოშკშიც გამოკეტეს სანამ ნათესავებმა არ შეიტყვეს ამბის შესახებ და ყველაფერი არ გაარკვიეს.

საქართველოს კალათბურთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, იმ დროისათვის კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი დუდუ დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. მკვლელობა დღემდე ბურუსით არის მოცული.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი