წლების განმავლობაში, სხვადასხვა დიზაინერმა არაერთი გამორჩეული, ახალი და პროგრესული იდეა აჩუქა სამოდელო სამყაროს და მათგან ადამიანები დღემდე იღებენ შთაგონებას. გარდა იმისა, რომ მსოფლიოს უზარმაზარი მემკვიდრეობა დაუტოვეს, მათი რჩევები კვლავ აქტუალური და გასათვალისწინებელია. ამ სტატიაში ცნობილი დიზაინერების, პრესტიჟული გამოცემების რედაქტორებისა და სამოდელო სამყაროში მნიშვნელოვანი ადამიანების გამორჩეულ ციტატებს გაგიზიარებთ, რომლებიც შესაძლოა, ინსპირაციისათვის გამოიყენოთ:
“ნებისმიერი ქალის გარდერობში ელეგანტურობის ზენიტს პატარა შავი კაბა წარმოადგენს, რომელიც მის სიძლიერეზე, გამბედაობასა და დახვეწილობაზე მეტყველებს.” – ანდრე ლეონ ტალი
“ხალხი შემოგხედავთ, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, დაარწმუნებთ თუ არა მათ, რომ დრო ტყუილად არ დაუკარგავთ.” – ჰარი უინსტონი
“ვფიქრობ, სილამაზე ყველაფერშია. ყოველთვის რაღაც ლამაზს ვხედავ იმაში, რასაც, როგორც წესი, ადამიანები მახინჯად მიიჩნევენ.” – ალექსანდრ მაკქუინი
“ტანსაცმელი სამყაროს ვერ შეცვლის. სამყაროს შეცვლიან ქალები, რომლებიც მას ატარებენ.” – ენ კლაინი
“მოდა ჯავშანია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადარჩე.” – ბილ კანინგემი
“ნუ ჩაეჭიდებით ტენდენციებს. ნუ მისცემთ მოდას უფლებას, დაგიპყროთ. თავად გადაწყვიტეთ, ვინ ხართ და რისი გამოხატვა გსურთ თქვენი ჩაცმულობითა და ცხოვრების წესით.” – ჯანი ვერსაჩე.
“მინდა, ადამიანებმა კაბა დაინახონ, მაგრამ ქალზე ფოკუსირდნენ.” – ვერა ვონგი
“მოდა მიდის. სტილი კი მარადიულად რჩება.” – ივ სენ-ლორანი
“მოდა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ცხოვრებას აუმჯობესებს. ასე, რომ როგორც ყველაფერს, რაც სიამოვნებას განიჭებთ, მასაც ისე უნდა მიაქციოთ ყურადღება.” – ვივიენ ვესტვუდი
“მოდა მხოლოდ კაბები არ არის. მოდა ცაშია, ქუჩებში, ის იდეებთან, იმასთანაა დაკავშირებული, თუ როგორ ვცხოვრობთ, რა ხდება ჩვენ ირგვლივ.” – კოკო შანელი
“ტანსაცმელი არაფერს ნიშნავს, ვიდრე მას ვინმე არ მოირგებს.” – მარკ ჯეიკობი
“ბარიერი ყოველდღე უნდა დაარღვიო. მოდა ჩემთვის ყოველდღე იბადება და კვდება.” – ჯანი ვერსაჩე
“ელეგანტურობა საკუთარ თავზე ზრუნვით იწყება. ძვირად ღირებული სამკაულები და კოსმეტიკა შედეგს არ მოგცემს, თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებთ.” – კრისტიან დიორი.
“იყო ელეგანტური, არ ნიშნავს იმას, რომ ყველას თვალში ხვდებოდე. ელეგანტური ადამიანები ამახსოვრდებათ.” – ჯორჯო არმანი
მასალის გამოყენების პირობები