2024 წლის ივლისში თბილისში 3,476 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3-პროცენტიანი კლებაა, ხოლო თვიურად 17.6-პროცენტიანი ზრდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია საუბარი.
როგორც კვლევით ორგანიზაციაში აღნიშნავენ, თვიურ ჭრილში ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა რამდენიმე პროექტში უკვე გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერად ეფექტს.
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ჯამურად 2024 წლის პირველ შვიდ თვეში თბილისში სულ 22,253 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3.2%-იანი კლებაა. ეს შემცირება განპირობებული იყო მეორად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-3.7%), მაშინ როცა პირველად ბაზარზე წლიურად მცირედი 1.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ივლისში გაყიდვებში კვლავ საშუალო ზომის – 50-80 მ² ბინები დომინირებდა, რასაც მათი ხელმისაწვდომობა და გაქირავების სიმარტივე განაპირობებდა.
„2024 წლის ივლისში თბილისში 270.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5.5%-იანი და თვიურად 18.4%-იანი ზრდაა. ჯამურად 2024 წლის პირველ შვიდ თვეში 1,708.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა. ამასთან, თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი თვიურად მცირედი 0.9%-ით შემცირდა და კვადრატულზე 9.8 აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, თბილისში გასულ თვეს ყველაზე მეტი, 674 ბინა დიდი დიღმის რაიონში გაიყიდა, სადაც მ²-ის საშუალო ფასი 990 დოლარი იყო, ყველაზე ცოტა კი – ვაშლიჯვარში, სადაც უძრავი ქონების საშუალო ფასი მ²-ზე 978 დოლარია.
როგორც Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2024 წლის ივლისში გაგრძელდა სამშენებლო ნებართვების მკვეთრი შემცირება, რომელიც ივნისიდან დაიწყო. სულ გაიცა 20 ნებართვა და ამ ნებართვების საცხოვრებელი ფართი წლიურად 40.3%- ით არის შემცირებული. მოსალოდნელია, რომ დეველოპერები დაელოდებიან მოთხოვნის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას სამშენებლო ნებართვების ასაღებად.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ბინების გაყიდვები წლიურად შემცირდა, იკლო ქირის ფასმაც. 4 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ბინების-გაყიდვები-წლიურა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-29T18:28:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
