დმიტრო კულებამ უკრაინის რადას გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
G

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ქვეყნის უმაღლეს რადას გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ინფორმაციას პარლამენტის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს.

„უმაღლეს რადაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დ.ი. კულებას განცხადება გადადგომის შესახებ შემოვიდა. განცხადება უახლოეს პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული“, – დაწერა სტეფანჩუკმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მთავრობა სამმა მინისტრმა – უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა; უკრაინის იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკამ; უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რუსლან სტრელეცმა – ასევე დაწერეს განცხადებები თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

თანამდებობა აგრეთვე დატოვეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დმიტრო კულებამ უკრაინის რადას გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. 4 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დმიტრო-კულებამ-უკრაინის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi