პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტილებრონ ჯეიმსმა თავის ვაჟს მოედანზე აკრძალვა დაუწესა

ლებრონ ჯეიმსმა თავის ვაჟს მოედანზე აკრძალვა დაუწესა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ვაჟს ბრონის, რომელიც ახალ სეზონში ასევე „ლეიკერსში“ ითამაშებს, აკრძალული ექნება ვარჯიშების და თამაშების დროს ლეგენდას „მამა“ დაუძახოს.

„მას არ შეუძლია მოედანზე „მამა“ დამიძახოს. როგორც კი არენიდან გავალთ და კარი დაიხურება, მე შემეძლება ისევ გავხდე „მამა“.

მანქანაში, როცა ჩვენ ერთად ვმგზავრობთ ან სახლში მე მისი მამა ვიქნები. მოედანზე კი მან უნდა დამიძახოს „ბრონი“ ან GOAT, თუ მას ასე ურჩევნია… მისი მხრიდან ეს არც ისე რთული იქნება, რადგან უკვე მრავალი წელია სახელით მომმართავს”, – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

  ზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალშია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი